2025 წელს საქართველოში სამეცნიერო კვლევებზე 282.2 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც წინა წელთან შედარებით 16.2%-ით მეტია. საქსტატის მონაცემებით, სამეცნიერო კვლევებითა და ექსპერიმენტული განვითარებით 69 დაწესებულება იყო დაკავებული.

კვლევებისა და ექსპერიმენტული განვითარების სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა 2.2%-ით გაიზარდა და 16 552 შეადგინა, მათ შორის 14 390 მკვლევარია.

მკვლევართა 55.1% ქალია, 44.9% კი — კაცი. მათი 67.5% დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონეა, 29.8% — მაგისტრის, ხოლო 2.7% — ბაკალავრის ხარისხის.

მკვლევართა ყველაზე დიდი ნაწილი სოციალურ მეცნიერებებში მუშაობს — 3 250 ადამიანი, რაც საერთო რაოდენობის 22.6%-ია. ყველაზე მცირე წილი კი სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის მიმართულებაზე მოდის — 474 მკვლევარი (3.3%).