საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველო-ესპანეთის მატჩის წინ სოციალურ ქსელში წერს, რომ გერმანია საქართველოს მეოთხედფინალში სათამაშოდ ელოდება.

„საქართველო, გელოდებით მეოთხედფინალში, წარმატეტები“, – წერს ფიშერი.

შეგახსენებთ, რომ დღეს 23:00-ზე, გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ერთმანეთს საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.