ცივი სეზონის მოახლოებასთან ერთად სახლის გათბობაზე ზრუნვა განსაკუთრებით აქტუალური ხდება. ცენტრალური გათბობის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი გათბობის ქვაბია, რომლის სწორად შერჩევაზეც დამოკიდებულია როგორც სახლში კომფორტული ტემპერატურის შენარჩუნება, ისე ენერგიის ეფექტური მოხმარება.
რა სიმძლავრის გათბობის ქვაბია საჭირო კონკრეტული ფართობისთვის? რა განსხვავებაა სხვადასხვა მოდელს შორის და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება შეძენამდე? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად „თერმო ცენტრის“ სპეციალისტების რეკომენდაციებს გაგიზიარებთ.
როგორ განვსაზღვროთ გათბობის ქვაბის საჭირო სიმძლავრე?
გათბობის ქვაბის შერჩევისას ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი მისი სიმძლავრეა, რომელიც კილოვატებში (კვტ) იზომება.
მომხმარებლები ხშირად ფიქრობენ, რომ ქვაბის სიმძლავრის განსაზღვრისთვის მხოლოდ ბინის ან სახლის ფართობის ცოდნაა საკმარისი. სინამდვილეში კი გასათვალისწინებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი: ჭერის სიმაღლე, კედლების თბოიზოლაცია, ფანჯრების რაოდენობა და ზომა, შენობის მდებარეობა და არსებული გათბობის სისტემის მახასიათებლები.
მაგალითად, ერთნაირი ფართობის ორ საცხოვრებელ სივრცეს შესაძლოა განსხვავებული სიმძლავრის გათბობის ქვაბი სჭირდებოდეს. კარგად იზოლირებული ბინა ნაკლებ სითბოს კარგავს, ვიდრე კერძო სახლი, რომელსაც დიდი ვიტრაჟული ფანჯრები აქვს.
ბაზარზე გავრცელებულია 18, 24, 28, 32 და 36 კვტ სიმძლავრის მოდელები. თუმცა კონკრეტული სიმძლავრის შერჩევა მხოლოდ კვადრატულობის მიხედვით არ უნდა მოხდეს. მნიშვნელოვანია ცხელი წყლის მოხმარების გათვალისწინებაც, რადგან ორკონტურიანი ქვაბის შემთხვევაში საჭირო სიმძლავრე შესაძლოა სწორედ ცხელი წყლის მოთხოვნით განისაზღვროს.
„თერმო ცენტრის“ გუნდის რეკომენდაციაა, რომ გათბობის ქვაბის შეძენამდე მომხმარებელმა კონსულტაცია გაიაროს სპეციალისტთან, რომელიც სივრცის ტექნიკურ მახასიათებლებს შეაფასებს და ოპტიმალური სიმძლავრის შერჩევაში დაეხმარება.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება გათბობის ქვაბის შეძენისას?
სიმძლავრის გარდა, მნიშვნელოვანია გათბობის ქვაბის ფუნქციონალი, ენერგოეფექტურობა და გამოყენების კომფორტი.
თანამედროვე გათბობის ქვაბების შერჩევისას რამდენიმე ძირითად მახასიათებელს უნდა მიაქციოთ ყურადღება.
ენერგოეფექტურობა - სწორად შერჩეული, მაღალი ეფექტურობის გათბობის ქვაბი ენერგიის რაციონალურ მოხმარებას უწყობს ხელს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვაბის სიმძლავრისა და გათბობის სისტემის შესაბამისობა, რათა თავიდან აირიდოთ არაეფექტური მუშაობა და ზედმეტი დანახარჯი.
გათბობა და ცხელი წყლით მომარაგება - ორკონტურიანი გათბობის ქვაბები ერთდროულად უზრუნველყოფს საცხოვრებელი სივრცის გათბობასა და საყოფაცხოვრებო ცხელი წყლის მიწოდებას. ეს განსაკუთრებით პრაქტიკული გადაწყვეტილებაა ბინებისა და კერძო სახლებისთვის.
მართვის სიმარტივე - თანამედროვე მოდელები აღჭურვილია ტემპერატურის რეგულირების ფუნქციებით, ხოლო ზოგიერთი მათგანი დისტანციური მართვის შესაძლებლობასაც იძლევა. შესაბამისი ფუნქციისა და მოწყობილობის არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია გათბობის სისტემის მართვა სახლიდან მოშორებითაც.
უსაფრთხოება და საიმედოობა - მნიშვნელოვანია ქვაბის დამცავი მექანიზმები, თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია, სწორი მონტაჟი და რეგულარული ტექნიკური მომსახურება.
რომელი ბრენდის გათბობის ქვაბი შევარჩიოთ?
საქართველოს ბაზარზე გათბობის ქვაბების მრავალფეროვანი არჩევანია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თავისი საჭიროებებისა და ბიუჯეტის შესაბამისი მოდელი შეარჩიოს.
„თერმო ცენტრი“, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2001 წლიდან ოპერირებს, მომხმარებლებს სხვადასხვა სიმძლავრისა და ფუნქციონალის გათბობის ქვაბებს სთავაზობს. კომპანიის ასორტიმენტში წარმოდგენილია ისეთი ბრენდები, როგორებიცაა Ariston, Squirrel და ECOON.
Ariston- იტალიური ტექნოლოგია და კომფორტი
იტალიური ბრენდი Ariston გათბობის სისტემების მიმართულებით საერთაშორისო ბაზარზე კარგად არის ცნობილი. ბრენდის გათბობის ქვაბები აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, ენერგოეფექტურობასა და მართვის კომფორტს.
„თერმო ცენტრში“ წარმოდგენილია Ariston-ის სხვადასხვა მოდელი, მათ შორის Cares XC, Clas XC და Clas One, რომლებიც განსხვავებული ტექნიკური მახასიათებლებითა და ფუნქციებით გამოირჩევა.
Squirrel - ფუნქციონალური და პრაქტიკული გადაწყვეტილებები
Squirrel-ის ცენტრალური გათბობის ქვაბები მომხმარებლებს სხვადასხვა სიმძლავრისა და ფუნქციონალის არჩევანს სთავაზობს.
ბრენდის ასორტიმენტში წარმოდგენილია მოდელები, რომლებიც უზრუნველყოფს როგორც საცხოვრებელი სივრცის გათბობას, ისე ცხელი წყლით მომარაგებას. ცალკეულ მოდელებში ხელმისაწვდომია Wi-Fi მართვის შესაძლებლობაც, რაც ყოველდღიურ გამოყენებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.
ECOON - თანამედროვე ტექნოლოგიები ყოველდღიური კომფორტისთვის
ECOON-ის ცენტრალური გათბობის ქვაბები გათვლილია მომხმარებლებისთვის, რომლებიც ეძებენ ფუნქციონალურ, თანამედროვე და პრაქტიკულ გათბობის სისტემას ხელმისაწვდომ ფასად.
ბრენდის მოდელები უზრუნველყოფს გათბობასა და ცხელი წყლით მომარაგებას, აღჭურვილია თვითდიაგნოსტიკის ფუნქციით, რომლებიც თავსებადია იატაკქვეშა გათბობის სისტემასთან.
რატომ არის მნიშვნელოვანი გათბობის სისტემის კომპლექსურად შერჩევა?
გათბობის ქვაბის სწორად შერჩევა მხოლოდ პირველი ნაბიჯია. სისტემის გამართული და ეფექტური მუშაობისთვის მნიშვნელოვანია სხვა კომპონენტების შესაბამისობაც.
რადიატორების რაოდენობა და სიმძლავრე, მილების განლაგება, იატაკქვეშა გათბობის სისტემა და ტემპერატურის მართვის მოწყობილობები ერთმანეთთან შეთანხმებულად უნდა მუშაობდეს.
სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული პროდუქტის შეძენა, არამედ მთელი გათბობის სისტემის წინასწარ დაგეგმვა.
„თერმო ცენტრი“ მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, სრული კლიმატური სისტემისთვის საჭირო პროდუქცია ერთ სივრცეში შეარჩიონ. გათბობის ქვაბებთან ერთად კომპანიის ასორტიმენტში წარმოდგენილია პანელური, სექციური და დეკორატიული რადიატორები, იატაკქვეშა გათბობის სისტემები, აბაზანის საშრობები და სხვა აუცილებელი კომპონენტები.
სად შევიძინოთ გათბობის ქვაბი?
გათბობის ქვაბის შეძენამდე მნიშვნელოვანია პროფესიონალური კონსულტაცია, რათა არჩეული მოდელი ზუსტად პასუხობდეს საცხოვრებელი სივრცის ტექნიკურ მოთხოვნებსა და მომხმარებლის საჭიროებებს.
25-წლიანი გამოცდილებით, „თერმო ცენტრი“ მომხმარებელს საქართველოში გათბობის ქვაბის ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს და პროფესიონალურ დახმარებას გათბობის სისტემის შერჩევის პროცესში.