„საქსტატის“ გამოკვლევის შედეგების მიხედვით, არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 2025 წლის ბოლოსათვის 168.7 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 5.2 პროცენტი გამოსახული იყო უცხოური ვალუტით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლისთვის მთლიან აქტივებში ფინანსური აქტივების მოცულობა 41.0 მილიარდი ლარი იყო.

„2025 წელს ფინანსური აქტივების საერთო რაოდენობიდან მოკლევადიანი აქტივების მოცულობა 8.9 მილიარდი ლარი იყო, ხოლო მათი ლიკვიდურობის წილი — 50.6 პროცენტი. 2025 წლის ბოლოსათვის არაფინანსური კორპორაციების ვალდებულებები 92.5 მილიარდ ლარს გაუტოლდა, საიდანაც მოკლევადიანი ვალდებულებები შეადგენდა 23.8 მილიარდ ლარს.

2025 წლის ბოლოსათვის არსებული მთლიანი ვალდებულებებიდან 18.0 მილიარდი ლარი წარმოადგენდა ვალდებულებებს უცხოური ვალუტით, ხოლო არარეზიდენტების მიმართ არსებული ვალი (საგარეო ვალი) 11.2 მილიარდ ლარს შეადგენდა. კაპიტალის და რეზერვების მოცულობამ 2025 წლის ბოლოსათვის 76.2 მილიარდი ლარი შეადგინა.

არაფინანსური კორპორაციების მიერ 2025 წელს გაწეული საპროცენტო ხარჯები 3.3 მილიარდ ლარს შეადგენდა, ხოლო მთლიანი შემოსავლები — 24.8 მილიარდ ლარს.

2025 წელს ვალის მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯებმა (იგულისხმება სასესხო ვალდებულებების გასტუმრება სესხის ძირისა და პროცენტის გადასახადის სახით) 13.2 მილიარდი ლარი შეადგინა. აქედან, ვალის მომსახურება მხოლოდ სესხის პროცენტის მიხედვით 2.1 მილიარდი ლარი იყო. ვალის მომსახურება ფიზიკური პირებისგან მიღებული სესხების მიხედვით 172.0 მილიონ ლარს, ხოლო ვალის მომსახურება სხვა არაფინანსური კორპორაციებიდან მიღებული სესხების მიხედვით 983.2 მილიონ ლარს შეადგენდა“, - ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში