ამერიკელმა მკვლევრებმა ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტი FAHR-Face შეიმუშავეს, რომელსაც სახის ერთი ფოტოს/სელფის საფუძველზე ადამიანის ბიოლოგიური ასაკის შეფასება და კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტის გადარჩენის შანსების პროგნოზირება შეუძლია.

Mass General Brigham-ის სპეციალისტების მიერ შექმნილი მოდელი 40 მილიონზე მეტი სახის ფოტოს გამოყენებით „გაწვრთნეს“. კვლევა სამეცნიერო ჟურნალ The Lancet Digital Health-ში გამოქვეყნდა.

სისტემა ორ ინსტრუმენტს აერთიანებს: FAHR-FaceAge ბიოლოგიურ ასაკს აფასებს, ხოლო FAHR-FaceSurvival კიბოს მქონე პაციენტის გადარჩენის პროგნოზს უშუალოდ სახის ფოტოს საფუძველზე აკეთებს. მკვლევართა შეფასებით, ტექნოლოგია მომავალში ექიმებს მკურნალობის დაგეგმვასა და რთული სამედიცინო ჩარევების რისკების შეფასებაში დაეხმარება.

მიუხედავად იმედისმომცემი შედეგებისა, ინსტრუმენტი კლინიკურ პრაქტიკაში ფართოდ გამოსაყენებლად ჯერ მზად არ არის და დამატებით კვლევებს საჭიროებს.