2026 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში რეკორდულად მაღალი 473,620 ვიზიტი დაფიქსირდა, ზრდა გასული წლის 3 კვარტალთან შედარებით +20.1%-ია. აღსანიშნავია, რომ იანვარ-სექტემბრის პერიოდში ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნიდან საქართველოში ვიზიტორების ვიზიტების ზრდა ფიქსირდება.
ვიზიტების რაოდენობასთან ერთად რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება შემოსავლებშიც ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან, 9 თვეში საქართველომ ყველაზე მეტი შემოსავალი 665.4 მილიონი აშშ დოლარი ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან მიიღო, რაც +29.1%-ით (+150.1 მილიონი აშშ დოლარით) მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
მესამე კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან რეკორდულად მაღალი შემოსავალი დაფიქსირდა - 310.2 მილიონი აშშ დოლარი, რაც +30.2%-ით (+72 მილიონი აშშ დოლარით) მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
მესამე კვარტალში, ივლისი-სექტემბრის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა, რამაც 224,419 ვიზიტი შეადგინა. ზრდა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +16.6%-ს შეადგენს.
ვიზიტორთა ზრდით გამოირჩევიან ევროპის შემდეგი ქვეყნები:
* დანია: +56.5%
* ლიეტუვა: +46.8%
* კვიპროსი: +45.2%
* სლოვაკეთი: +26.3%
* ლატვია: +25.6%
* რუმინეთი: +23.3%
* იტალია: +22.7%
* ფინეთი: +21.3%
* ირლანდია: +20.9%
* ნიდერლანდები: +20.1%
* ესტონეთი: +19.9%
* გაერთიანებული სამეფო: +18.2%
* საფრანგეთი: +18.2%
* ბულგარეთი: +17.5%
* გერმანია: +16.8%
* ბელგია: +16%
* ჩეხეთი: +15.6%
* პოლონეთი: +14%
* უნგრეთი: +12.5%
* შვედეთი: +11.1%
* ესპანეთი: +7.9%
2026 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 6,112,078 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +0.04%-ით, +2,323 ვიზიტით მეტია.
9 თვეში ტურისტული ვიზიტების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა: საქართველოში 4,404,872 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც +2.3%-ით, +97,778 ვიზიტით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს