იაპონური ავტომწარმოებელი Subaru 2027 წლის ბოლომდე ევროპის ბაზარზე შიგაწვის ძრავიანი ავტომობილების გაყიდვას შეწყვეტს.

ცვლილება ეტაპობრივად განხორციელდება: Outback-ი ევროპულ ბაზარს 2026 წელს დატოვებს, ხოლო Impreza, Crosstrek და Forester - 2027 წლის განმავლობაში.

2028 წლიდან Subaru-ს ევროპულ ხაზში მხოლოდ სამი ელექტრომობილი დარჩება: Solterra, Uncharted და E-Outback. გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ევროკავშირის გამკაცრებული ეკოლოგიური მოთხოვნებია, რაც შიგაწვის ძრავიანი ავტომობილების გაყიდვას, განსაკუთრებით მცირე მწარმოებლებისთვის, ართულებს.