Booking-ის მიხედვით, თბილისში 38 ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა.
თბილისის მაღალი კლასის სასტუმროებში განთავსება სეზონის მიხედვით განსხვავდება. ზამთრის და ზაფხულის პერიოდში, გაზაფხულთან და შემოდგომასთან შედარებით ფასები 10-15%-ით ძვირდება.
1-ელი ნოემბრის მდგომარეობით, ყველაზე ძვირი სასტუმროს ნომერი Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel-ში ღირს, სადაც ღამისთევა აღნიშნულ პერიოდში 662 ლარი ღირს (ტარიფი მოცემულია ერთ ღამეზე ერთ სტუმარზე).
თბილისის მასშტაბით TOP-5 მაღალი დონის, 5-ვარსკვლავიან სასტუმროებს შორის განთავსების ღირებულებით მეორე ადგილზე Stamba Hotel-ია, სადაც 1-ელ ნოემბერს სტუმარს ღამისთევა 677 ლარი დაუჯდება.
TOP-5 სასტუმრო თბილისში, სადაც განთავსება ყველაზე ძვირია (2026 წლის 1-ელი ნოემბრის მონაცემებით):
- Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel - 662 ლარი,
- Stamba Hotel - 677 ლარი,
- The Biltmore Tbilisi Hotel - 608 ლარი,
- The Telegraph Hotel - 562 ლარი,
- Swissôtel Tbilisi - 532 ლარი.