საქართველოში ნახევარგამტარული მოწყობილობების იმპორტი მკვეთრად იზრდება. 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყანამ დიოდების, ტრანზისტორებისა და მსგავსი ნახევარგამტარული მოწყობილობების შესაძენად 189.3 მილიონი დოლარი დახარჯა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 725.3%-ით მეტია.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის პირველ 10 თვეში ამ კატეგორიის პროდუქციის იმპორტის ღირებულება 22.9 მილიონ დოლარს შეადგენდა. შესაბამისად, მიმდინარე წელს იმპორტის ღირებულება დაახლოებით 166.3 მილიონი დოლარით გაიზარდა.

ნახევარგამტარები თანამედროვე ელექტრონიკის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. ისინი გამოიყენება კომპიუტერებში, მობილურ ტელეფონებში, სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებში, ავტომობილების ელექტრონულ სისტემებში, სამრეწველო დანადგარებსა და სხვადასხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობაში.

საქართველოში ნახევარგამტარული მოწყობილობების იმპორტში მთავარი სავაჭრო პარტნიორი ჩინეთია.

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ ჩინეთიდან 135.1 მილიონი დოლარის ღირებულების დიოდები, ტრანზისტორები და მსგავსი ნახევარგამტარული მოწყობილობები შეიძინა.