ილონ მასკის ამერიკულმა კომპანიებმა SpaceX-მა და Tesla-მ შერწყმის განსახილველად სპეციალურ კომიტეტებში საბჭოს წევრები დანიშნეს, იუწყება Financial Times წყაროებზე დაყრდნობით.

SpaceX-ის კომიტეტში შედიოდნენ რულოფ ბოთა და რენდი გლეინი, ხოლო Tesla-ს კომიტეტში - რობინ დენჰოლმი, კეტლინ უილსონ-ტომპსონი და ჯეკ ჰარტუნგი.

ყველა მათგანი ორი კომპანიის გაერთიანებაში ფინანსური ინტერესის არმქონე პიროვნებად ითვლება.

კომიტეტებმა დაიქირავეს კონსულტანტები იმ ფინანსური მოდელების დასახვეწად, რომლებიც მათი მოლაპარაკების პოზიციების საფუძველს შექმნის. SpaceX-ის კომიტეტის კონსულტანტებს შორის არიან Morgan Stanley და Goldman Sachs Group, ხოლო Tesla-ს კომიტეტის კონსულტანტებს შორისაა Evercore.

ბანკირები ცდილობენ გაიგონ, მომავალი კონგლომერატის რომელი ელემენტები ემთხვევა ერთმანეთს, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის მოდელები, მონაცემთა ცენტრები და ჩიპების დიზაინის პროგრამები, და გამოავლინონ სინერგია, რომელიც შეიძლება მოიცავდეს რაკეტებს, რობოტებს და მზის პანელებს.

ვინაიდან შერწყმა აქციების გაცვლის გზით იგეგმება, მხარეებს სამართლიანი გაცვლის კოეფიციენტის განსაზღვრა მოუწევთ.

ვრცლად interfax.ru – ზე