იუსტიციის სახლში სერვისების მიწოდების პროცესი აღდგენილია, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სახლი ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.

„გაცნობებთ, რომ იუსტიციის სახლში სერვისების მიწოდების პროცესი სრულად აღდგენილია!“ – აღნიშნულია იუსტიციის სახლის განცხადებაში.

იუსტიციის სახლმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომ პროვაიდერის ქსელზე წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო იუსტიციის სახლის ფილიალებში სერვისების გაცემა შეფერხებული იყო.