ევროპის ეკოსისტემის 80% განადგურების პირასაა. ევროკავშირში ახალი კანონი მიიღეს, რომლის თანახმადაც ცუდ მდგომარეობაში მყოფი ეკოსისტემების აღდგენა იგეგმება. ევროკავშირის წევრი ქვეყნები არამხოლოდ არსებული ეკოსისტემების დაცვასა და შენარჩუნებას, არამედ განადგურებულის აღდგენასაც ისახავენ მიზნად.
ევროკავშირში საბოლოოდ მიაღწიეს შეთანხმებას ბუნებრივი რესურსების აღდგენის შესახებ კანონის მიღებაზე, რომელიც ევროკომისიამ გასული წლის ივლისში შესთავაზა.
ევროპარლამენტის პრეს-რელიზის თანახმად, ევროპაში დასახლებული ადგილების 80%-ზე მეტი „ცუდ მდგომარეობაშია“.
„აღდგენის კანონი“ მიიღეს ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაოსასწორებლად. იგი ეხმიანება და ასრულებს გაეროს „კუმინო-მონრეალის ბიომრავალფეროვნების ჩარჩოს“ გეგმას ბუნების დაცვისა და აღდგენის შესახებ .
2050 წლისთვის მთლიანი ეკოსისტემა უნდა აღდგეს. ამისათვის ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უახლოეს 10 წელიწადში მდგომარეობა 60% უნდა გააუმჯობესონ, ხოლო 2050 წლისათვის მდგომარეობა გამოსწორებული უნდა იყოს 90%-ით.
გარემოს აღდგენის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და პერიოდულად ხდებოდეს მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი, რათა მდგომარეობა პირიქით არ გაუარესდეს.
გარემოს აღდგენის გეგმაში შედის ასევე ნიადაგის გაუმჯობესება. ხელი უნდა შეეწყოთ კერძო მესაკუთრეებსა და ფერმერებს, რათა მათთან ერთად შეძლონ და გამოასწორონ ნიადაგის მინიმუმ 30 და მაქსიმუმ 50%.
ევროკავშირის ქვეყნებს ასევე აქვთ ვალდებულება მზარდი ტენდენციით შეამცირონ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 2023 წლამდე.
ვალდებულება მოიცავს ასევე ტყეების ეკოსისტემის აღდგენაზე ზრუნვას, უნდა დაირგოს მილიარდი ხე და 15 000 მილზე მეტი მდინარე დაუბრუნდეს თავისუფალ დინებას.
ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ ურბანული განვითარება, არ უნდა ხდებოდეს მწვანე მასივის დიდი ოდენობით დაკარგვა, რაც ასე თვალსაჩინო გახდა ბოლო ათწლეულში. მოცემული გეგმით, 2030 წლისთვის არსებული მდგომარეობა მკვეთრად უნდა გაუმჯობესდეს.
„ევროპამ არა მხოლოდ უნდა დაიცვას და შეინარჩუნოს არსებული ეკოსისტემა, არამედ მისი აღდგენის ვალდებულებასაც იღებს“ — განაცხადა ესპანეთის ეკოლოგიის მინისტრმა ტერეზა რიბერმა „როუტერთან“ ინტერვიუში.
ზემოხსენებული შეთანხმება ჯერ უნდა წარედგინოს ევროსაბჭოს და ევროპარლამენტს, რათა დამტკიცდეს ევროპის ქვეყნებისა და პარლამენტის მიერ.
წყარო: Ecowatch.com და greenpole.org