სიმსუქნე ხშირად „ზედმეტ კილოგრამებად“ აღიქმება, ხოლო წონის კლების ოპერაცია -  ესთეტიკურ ჩარევად. 

სინამდვილეში კი საქმე სიცოცხლისთვის საშიშ ქრონიკულ დაავადებასთან და მისი მკურნალობის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან გზასთან გვაქვს.

კლინიკა ,,ნიუ ჰოსპიტალსის“ ბარიატრიული ქირურგის, გია მოსიაშვილის განმარტებით, ბარიატრიული ოპერაცია სილამაზის სტანდარტების გამო არ კთდება- ის სიცოცხლის გახანგრძლივებას, თანმხლები დაავადებების კონტროლს და პაციენტის სრულფასოვან ცხოვრებაში დაბრუნებას ემსახურება.

როგორ მიიღება ოპერაციის გადაწყვეტილება, რამდენად უსაფრთხოა პროცედურა და რას ნიშნავს რეალურად ეს გზა პაციენტისთვის - ამაზე „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბარიატრიული ქირურგმა „კომერსანტთან“ ისაუბრა, ჩვენ კი ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ.

 

  • ⏺საზოგადოების ნაწილს დღემდე ჰგონია, რომ წონის კლების ოპერაცია ესთეტიკური პროცედურაა. მოდით, თავიდანვე განვმარტოთ — რა არის სინამდვილეში ბარიატრიული ქირურგია და ვისთვის არის ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი?

(რა არის ბარიატრიული ქირურგია და ვისთვის არის განკუთვნილი?)

ეს ალბათ ყველაზე გავრცელებული და საზიანო სტერეოტიპია. ბარიატრიული ქირურგია არ არის პლასტიკური ან ესთეტიკური მედიცინა; რეალურად, ეს არის მეტაბოლური ქირურგია, რომლის უპირველესი მიზანია არა სილამაზე, არამედ სიცოცხლის გადარჩენა და გახანგრძლივება, ცხოვრების ხარისხის აღდგენა და პაციენტის აქტირური დაბრუნება საზოგადოებრივ საქმიანობაში.

ესბარიატრიუი და მეტაბოლური ქირურგია არის მძიმე ქრონიკული დაავადების — სიმსუქნისა და მასთან დაკავშირებული მეტაბოლური დარღვევების მკურნალობის ყველაზე ეფექტური კლინიკური გზა.

ოპერაცია, რომელიც ცვლის კუჭის მოცულობას ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანატომიას ან ორივეს ერთად, უმთავრესად განკუთვნილია მათთვის, ვისი სხეულის მასის ინდექსი (BMI) 40-ს აღემატება, ან არის 35-ზე მეტი და პაციენტს უკვე აქვს განვითარებული ისეთი თანმხლები დაავადებები, როგორიცაა ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა, ძილის აპნოე და ა.შ. ჩვენ არ ვებრძვით უბრალოდ "ზედმეტ კილოგრამებს", ჩვენ ვებრძვით მდგომარეობას, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს.

  • ⏺როგორ იღებთ ოპერაციის გადაწყვეტილებას? ხომ არიან ადამიანები, ვისთვისაც ეს ოპერაცია უბრალოდ მარტივი გამოსავალია დიეტის ნაცვლად?

(როგორ დგინდება, კონკრეტულ ადამიანს სჭირდება თუ არა ეს ოპერაცია?)

ჩვენ ვხელმძღვანელობთ ნაციონალური და საერთაშორისო ბარიატრიულ ქირურგთა ასოციაციების მკაცრი გაიდლაინებით. გადაწყვეტილება არასდროს მიიღება ერთი კონსულტაციით ან ან სასწორზე დანახული რიცხვით.  ეს არის კომპლექსური პროცესი, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავს. გარდა ანთროპოლოგიური მონაცემებისა, ვსწავლობთ პაციენტის ისტორიას — მნიშვნელოვანი მას წარსულში ჰქონდეს დიეტითა, ვარჯიშით ან მედიკამენტებით წონის კლების წარუმატებელი მცდელობები წარუმატებელი. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ არაქირურგიული მეთოდებით წონის დაკლების რესურსი ამოწურულია. არანაკლებ მნიშვნელოვანია პაციენტის მოტივაცია და ფსიქოლოგიური მზადყოფნა ცხოვრების წესის მნიშვნელოვან ცვლილებებისთვის. გარდა ამისა, ოპერაციამდე პაციენტს სრულად იკვლევს მულტიდისციპლინარული გუნდი — ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, გასტროენტეროლოგი, ანესთეზიოლოგი. პაციენტს უტარდება სრული კლინიკური და ლაბორატორიული კვლევები. არც თუ ისე იშვიათად ჩვენ უარს ვეუბნებით ოპერაციაზე იმ პაციენტებს, ვინც ვერ დააკმაყოფილეს ბარიატრიული ოპერაციის ჩვენების კრიტერიუმები.

  • ⏺ბევრს ეშინია ქირურგიული ჩარევის. რამდენად უსაფრთხოა ეს პროცედურა დღეს?

(რამდენად უსაფრთხოა ბარიატრიული ქირურგია დღეს?)

შიში ბუნებრივია, თუმცა თანამედროვე მედიცინაში ლაპაროსკოპიულმა (მცირე ინვაზიურმა) მიდგომებმა რისკები მინიმუმამდე დაიყვანა. სტატისტიკურად, წამყვან კლინიკებში ბარიატრიული ოპერაციის რისკი ისეთივე დაბალია, როგორც ქოლეცისტექტომიის, თიაქარკვეთის ან აპენდექტომიისას. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და დახვეწილი პროტოკოლების წყალობით, ბარიატრიული ქირურგია დღეს ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო სტანდარტიზებულ ოპერაციად მუცლის ღრუში. დეტალური წინასაოპერაციო გამოკვლევა, მაღალი გარჩევადობის ლაპაროსკოპიული აპარატურა, მაღალეფექტური და სწრაფი ბიპოლარული და  ულტრაბგერითი სკალპელები, ავტომატური საკერავი მოწყობილობები განსაზღვრავენ ოპერაციის წარმატებას. პაციენტები ოპერაციის შემდეგ იღვიძებენ უმნიშვნელო ტკივილით, რამდენიმე საათში დგებიან საწოლიდან, მეორე დღიდან იწყებენ თხევადი საკვების მიღებას და ეწერებიან ბინაზე.

  • ⏺რატომ არის მნიშნველოვანი, რომ წინასაოპერაციო პერიოდს და ოპერაციას უძღვება ნიუ ჰისპიტალსის მულტიდისციპლინარული გუნდი?

პირველ რიგში, უნდა გავიაზროთ ერთი მთავარი ფაქტი: მორბიდული (პათოლოგიური) სიმსუქნე არ არის მხოლოდ ვიზუალური ან წონის პრობლემა — ის რადიკალურად ცვლის ადამიანის ფიზიოლოგიასა და ანატომიას. შესაბამისად, ასეთი პაციენტი საოპერაციო მაგიდაზე და პოსტოპერაციულ პალატაში სრულიად განსხვავებულ, სპეციფიკურ მიდგომას მოითხოვს. მორბიდული სიმსუქნის მქონე პაციენტების მართვა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა მედიცინაში. როგორც წესი, მათ აღენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა, სუნთქვის, ენდოკრინული სისტემის თანმხლები დაავადებები. ტექნიკური თვალსაზრისითაც ნებისმიერი მანიპულაცია მორბიდულად მსუქან პაციენტებში უფრო რთული შესასრულებელია ვიდრე ნორმალური წონის პაციენტებთან. ასევე, პოსტოპერაციული პერიოდიც განსაკუთრებით მეტად საყურადღებოა  მაღალი თრომბოზებისა და სუნთქვის უკმარისობის განვითარების რისკის გამო.

სწორედ ამიტომ არის ჩვენი მულტიდისციპლინარული გუნდის ჩართულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. "ნიუ ჰოსპიტალსში" ოპერაციამდე პაციენტს ამზადებენ სხვადასხვა პროფილის გამოცდილი ექიმები, რათა მაქსიმალურად დასტაბილურდეს წნევა, შაქრის დონე და გულის ფუნქცია. რაც შეეხება ტექნიკურ უზრუნველყოფას, თანამედროვე ბარიატრიული ქირურგია ფაქტობრივად წარმოუდგენელია მაღალტექნოლოგიური ბაზის გარეშე და "ნიუ ჰოსპიტალსი" სრულად არის ადაპტირებული ამ ურთულესი გამოწვევებისთვის.

თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი საოპერაციოები და დიაგნოსტიკური კაბინეტები ბარიატრიული პაციენტების წარმატებული მკურნალობის წინაპირობაა. ოპერაციებისას გამოიყენება უახლესი თაობის ლაპაროსკოპიული აპარატურა, რაც უზრუნველყოფს უმაღლეს ხარისხის გამოსახულებას, მინიმალურ ტრავმას, უმნიშვნელო პოსტოპერაციულ ტკივილს და სწრაფ რეაბილიტაციას. კლინიკა იყენებს უმაღლესი ხარისხის ერთჯერად სამედიცინო საკერავ აპარატებს (სტეპლერებს), რაც ოპერაციის შემდგომი გართულებების (მაგ. გაჟონვის) რისკი მინიმუმამდე დაჰყავს. ჭარბწონიანი პაციენტების ოპერაცია ყოველთვის ასოცირდება გარკვეულ რისკებთან. „ნიუ ჰოსპიტალსის“ უპირატესობაა მისი ძლიერი რეანიმაციული და ინტენსიური თერაპიის განყოფილება, რომელიც მზად არის ნებისმიერი სირთულის შემთხვევის სამართავად. ასევე, კლინიკაში არსებული მძლავრი დიაგნოსტიკური საშუალებები (კტ, მრტ, ლაბორატორია) მუშაობს 24/7-ზე, რაც უზრუნველყოფს პაციენტის მუდმივ მონიტორინგს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტი გადის მკურნალობის ყველა ეტაპს ერთ სივრცეში: დიაგნოსტიკა, მომზადება, ოპერაცია, რეაბილიტაცია, ოპერაციის შემდგომი მონიტორინგი. „ნიუ ჰოსპიტალსი“ არის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია პაციენტის მაქსიმალურ უსაფრთხოებაზე, მკურნალობის გრძელვადიან შედეგზე.

  • ⏺ოპერაციის შემდეგ, ალბათ, ყველაზე მეტად აინტერესებთ — როდის იწყება რეალური კლება და რა დრო სჭირდება შედეგების დანახვას?

 

წონის კლება იწყება ფაქტობრივად პირველივე დღეებიდან, თუმცა, პირველ 2-4 კვირაში სასწორზე დანახული სწრაფი კლება (ხშირად 10-15 კგ-მდე) ძირითადად სითხის გამოდევნისა და მკაცრი თხევადი დიეტის შედეგია. 2-3 თვის შემდეგ ვიზუალური ეფექტები თვალსაჩინოა. ყველაზე სწრაფი ცვლილებები პირველ 3-6 თვეში ფიქსირდება. საბოლოო შედეგს კი 12-დან 18 თვემდე პერიოდში ვიღებთ. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ბარიატრიული ოპერაციის შედეგების საზომი მხოლოდ სასწორი არ არის. რეალური შედეგი ხშირად არა კილოგრამებში, არამედ თანმხლები დაავადებების რემისიაში გამოიხატება. მაგალითად, ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში სისხლში შაქრის დონის ნორმალიზება ხშირად იწყება ოპერაციიდან პირველივე კვირაში, მანამ, სანამ ისინი ვიზუალურად შეიცვლებიან.

  • ⏺რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მზადყოფნა და მხარდაჭერა ამ გზაზე?

ფსიქოლოგიურ მზადყოფნას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პირველ რიგში ფსიქოლოგიური მზადყოფნა გულისხმობს რეალისტურ მოლოდინებს. არ უნდა ველოდოთ, რომ ჩვენი ცხოვრების წესის ცვლილების გარეშე მხოლოდ ოპერაციაზე იქნება დამოკიდებული წონის კლება. უნდა იმართოს ემოციური კვება. მნიშვნელოვანია იმის გათვიცნობიერება, რომ წონა იქ არ გაჩერდება, სადაც “მე მინდა”. ყველა ოპერაციას აქვს თავისი სავარაუდო კლების კოეფიციენტი.

  • ⏺რას უნდა ელოდოს პაციენტი ოპერაციის შემდეგ? რა ცვლილებებია საჭირო კვებაში, ცხოვრების სტილში?

გეთანხმებით, ოპერაცია პროცესის მხოლოდ ერთი, თუმცა უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მთავარი სამუშაო პაციენტისთვის სწორედ გაღვიძების შემდეგ იწყება. ხშირად ვეუბნები ხოლმე პაციენტებს: ჩვენ გეხმარებით იმაში, რომ თქვენ ადვილად შეცვალოთ თქვენ ცხოვრების წესი და კვებითი ჩვევები. პაციენტმა უნდა აითვისოს „კვების ახალი ფილოსოფია“.

რაც შეეხება ცხოვრების სტილს, ეს არ არის მოკლევადიანი დიეტა. პაციენტების ნაწილს უწევს სპეციფიკური ბარიატრიული ვიტამინებისა და მინერალების მიღება, რადგან საკვების შეწოვა შეცვლილია. ასევე, წონის კლების პარალელურად, კრიტიკულად აუცილებელია რეგულარული ფიზიკური აქტივობის დაწყება. მუდმივად ხაზს ვუსვამთ ფსიქოლოგიური ადაპტაციის მნიშვნელობას. როცა ადამიანი წლების განმავლობაში სტრესს საკვებით უმკლავდებოდა, ახლა კი ეს მექანიზმი წართმეული აქვს, მას სჭირდება ახალი, ჯანსაღი გზების პოვნა ემოციების სამართავად. ამიტომ, პოსტოპერაციულ პერიოდში ფსიქოლოგისა და ნუტრიციოლოგის მხარდაჭერა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც წარმატებული ქირურგიული ოპერაცია.

 

  • ⏺დასასრულს, მინდა შევეხო ალბათ ყველაზე დიდ შიშს, რაც პაციენტებს აქვთ — ძველი წონის დაბრუნებას. როგორია გრძელვადიანი შედეგები და რა შემთხვევაში იმატებს პაციენტი ისევ წონაში? როგორ უნდა ებრძოლოს ის ამას?

ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა, რადგან პაციენტებს ხშირად აქვთ ილუზია, რომ ოპერაცია ერთხელ და სამუდამოდ მათი ძალისხმევის გარეშე მოაგვარებს პრობლემას. მოდით, პირდაპირ ვთქვათ: სიმსუქნე ქრონიკული დაავადებაა და მიდრეკილება წონის მატებისკენ არსად ქრება. ჩვენ ვაძლევთ პაციენტს უძლიერეს იარაღს, მაგრამ ამ იარაღს სწორი გამოყენება სჭირდება.

გრძელვადიანი შედეგები, როგორც წესი, შთამბეჭდავია. თუმცა, უნდა ვიცოდეთ, რომ ოპერაციიდან 5-10 წლის შემდეგ დასაშვებია დაკარგული წონის მცირე ნაწილის (დაახლოებით 10-15%-ის) დაბრუნება. ეს სრულიად ნორმალურ, ფიზიოლოგიურ პროცესად ითვლება. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს წონის მნიშვნელოვან მატებასთან.

წონის დაბრუნების ძირითადი მიზეზები თითქმის ყოველთვის ქცევითია და არა ანატომიური. "თხევადი კალორიები": პაციენტი იწყებს ტკბილი ყავის, ენერგეტიკული და გაზიანი სასმელების, ტკბილი წვენებისა და ალკოჰოლის რეგულარულ მიღებას. სითხე მარტივად და სწრაფად გადის პატარა კუჭში და ორგანიზმში უზარმაზარი რაოდენობით კალორიას ტოვებს.

მუდმივი წახემსება (ე.წ. Grazing): როცა პაციენტი იღებს არა სრულფასოვან სამ ულუფას, არამედ მთელი დღის განმავლობაში, მცირე-მცირე ლუკმებით ჭამს მაღალკალორიულ, ნახშირწყლებით მდიდარ საკვებს (ტკბილეული, ჩიფსი, თხილეული).

ემოციური კვება და პასიურობა - სტრესის ფონზე ძველი, არაჯანსაღი კვებითი ჩვევების გაღვიძება და ფიზიკური აქტივობის შეწყვეტა.

ძალიან იშვიათად, მიზეზი შეიძლება იყოს ანატომიური — მაგალითად, კუჭის ტაკვის ან ნაწლავთან შეერთების ადგილის მნიშვნელოვანი გაგანიერება.

როგორ უნდა ებრძოლოს პაციენტი ამას? როგორც კი პაციენტი ამჩნევს, რომ სასწორზე ციფრები ზემოთ მიდის (თუნდაც 5-7 კილოგრამით), დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს თავის ნუტრიციოლოგსა და ფსიქოლოგს. პროცესში ერთვება ნუტრიციოლოგი, რომელიც აანალიზებს და ასწორებს კვების რაციონს. პარალელურად ერთვება ფსიქოლოგი, რათა დავეხმაროთ პაციენტს ემოციური კვების დაძლევაში. უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც სხვა ყველა მეთოდი ამოწურულია, განიხილება რევიზიული (განმეორებითი, მაკორექტირებელი) ბარიატრიული ოპერაცია.

სწორედ ამიტომ ვამბობთ ხოლმე: ბარიატრიული ქირურგია არის გრძელვადიანი პარტნიორობა პაციენტსა და კლინიკას შორის. ჩვენი პასუხისმგებლობა საოპერაციოდან გამოსვლის შემდეგ არ მთავრდება — ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ გრძელვადიან ჯანმრთელობაზე.