კატარაქტა თვალის ბროლის პროგრესული შემღვრევაა, რომელიც მხედველობის ხარისხს ეტაპობრივად ამცირებს, მსუბუქი გაუარესებიდან მკვეთრ სიბრმავემდე.
უნდა აღინიშნოს, რომ მხედველობის დაქვეითება ყოველთვის მხოლოდ კატარაქტას არ ნიშნავს: არსებობს სხვა, ხშირად უფრო საშიში დაავადებებიც, როგორიცაა გლაუკომა, რომელიც შეუქცევად დაზიანებას იწვევს.
კლინიკა New Hospitals-ის ოფთალმოლოგის გიორგი ნანობაშვილის თქმით, კატარაქტის დიაგნოზი ძირითადად ბიომიკროსკოპიული გამოკვლევით ისმება და მისი მკურნალობა მხოლოდ ქირურგიულია, რომლის წინაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ინტრაოკულარული ლინზის სწორად შერჩევას, რათა ოპერაციის შემდეგ პაციენტს რეფრაციული მანკები სრულად გაუქრეს.
ექიმ ნანობაშვილის ინფორმაციით, პაციენტებისათვის კატარაქტით ვინც აფასებს პერსონალიზებულ მიდგომას, ტექნოლოგიებსა და პროფესიონალიზმს - ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი სთავაზობს კატარაქტის მკურნალობას მსოფლიოში საუკეთესო ბროლებით, საერთაშორისო სტანდარტებით დაცული უსაფრთხოებითა და უმაღლესი შედეგებით.
,,კომერსანტი” კი ოფთალმოლოგ, ოფთალმოქირურგთან ჩაწერილ ინტერვიუს სრული სახით გთავაზობთ.
- რა არის კატარაქტა და რა სიმპტომები ახასიათებს მას?
კატარაქტა არის თვალსშიდა ბროლის პროგრესული შემღვრევა და იმისდა მიხედვით თუ რა ინტენსივობით არის შემღვრეული, პაციენტებს აღენიშნებათ მხედველობის დაბალი, საშუალო ან მკვეთრი გაუარესება, ანუ რაც უფრო ინტენსიურად არის ბროლი შემღვრეული, მით უფრო ცუდია მხედველობა.
- როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ოფთალმოლოგს?
როგორც წესი, პაციენტები ოფთალმოლოგს მაშინ მიმართავენ, როცა მხედველობის დაქვეითება აღენიშნებათ, მაგრამ კატარაქტის გარდა, მხედველობის დაქვეითების მრავალი მიზეზი არსებობს. ბევრი დაავადება, რომელიც მხედველობის დაქვეითებას იწვევს, საშიშია იმ მხრივ, რომ მხედველობის შეუქცევად დაზიანებას იწვევს, ანუ რასაც წაიღებს ეს დაავადება, უკან ვეღარ დაიბრუნებ. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც კი პაციენტს მხედველობა დაუქვეითდება, დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს, რათა ზუსტი დიაგნოსტირება მოხდეს და შესაბამისი მკურნალობა ჩატარდეს.
- რამდენად მნიშვნელოვანია პაციენტის ინდივიდუალური შეფასება კატარაქტის მკურნალობისას?
პირველ რიგში, პაციენტის ზუსტი დიაგნოზირება უნდა მოხდეს; გაირკვეს, თუ რა იწვევს მისი მხედველობის დაქვეითებას და უკვე შემდეგ დაიწყოს ადეეკვატური მკურნალობა. კატარაქტა რასაც წაიღებს, ოპერაციის შემდეგ დაგიბრუნდება, მაგრამ ვთქვათ გლაუვკომა ისეთი დაავადება, რომლის დროსაც დაკარგული მხედველობა უკან არ ბრუნდება. ასე რომ, გლაუვკომა ბევრად უფრო საშიშია ვიდრე კატარაქტა.
- კატარაქტის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის რა მეთოდები არსებობს ნიუ ჰოსპიტალსში?
კატარაქტის დიაგნოსტირება ხდება ბიომიკროსკოპის საშუალებით, ანუ ფიზიკურად პაციენტი მოდის კლინიკაში, ხდება თვალის გუგის მედიკამენტური მიტრიაზი, ანუ გუგის გაფართოება და ოფთალმოლოგიური ხელსაწყოების საშუალებით ჩვენ ფიზიკურად ვუყურებთ თვალშიდა ბროლს და ვაფასებთ მის გამჭვირვალობას. რაც უფრო შემღვრეულია ბროლი, მით უფრო ცუდად ხედავს პაციენტი. მკურნალობა არის მხოლოდ და მხოლოდ ქირურგიული, ანუ მისი მედიკამენტოზური მკურნალობა არ არსებობს.
- როგორ ხდება ხელოვნური ბროლის შერჩევა პაციენტებისთვის?
ხელოვნური ბროლის შერჩევა ხორციელდება ოპერაციის ჩატარებამდე, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პაციენტებს ზუსტად უნდა შეერჩეთ ისეთი ლინზა, რომელიც რეფრაციული მანკების( მინუსი, პლუსი, ასტიგმატიზმი) ანულირებას გააკეთებს. ოპერაციის შემდეგ პაციენტს მანკები აღარ უნდა ჰქონდეს. ანუ, თუ პაციენტს ჰქონდა -5, მე, როგორც ექიმმა, უნდა შევურჩიო ისეთი ლინზა, რომელიც ამ -5-ის ანულირებას გააკეთებს. ინტრაოკულარული ლინზის შერჩევას კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
- ვისაც სურს მიიღოს მაღალი ხარისხის, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული და პერსონალიზებული მკურნალობა, რა შესაძლებლობებს სთავაზობს დღეს ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი?
პაციენტებისათვის კატარაქტით ვინც აფასებს პერსონალიზებულ მიდგომას, ტექნოლოგიებსა და პროფესიონალიზმს - ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი სთავაზობს კატარაქტის მკურნალობას მსოფლიოში საუკეთესო ბროლებით, საერთაშორისო სტანდარტებით დაცული უსაფრთხოებითა და უმაღლესი შედეგებით.