იტალიურმა არქიტექტურულმა ფირმა „სტუდია ფუკსასმა“ რიყის საკონცერტო დარბაზის დანგრევის შეჩერება და შენობისთვის ალტერნატიული დანიშნულების ადგილის პოვნა მოითხოვა.

„სტუდია ფუკსასის“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, არაერთხელ სცადეს თბილისის ოფიციალურ პირებთან და შენობის მფლობელებთან დაკავშირება, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.

„ბოლო თვეების განმავლობაში, სტუდიამ არაერთხელ შესთავაზა საქართველოს ხელისუფლებას თანამშრომლობა ალტერნატიული გადაწყვეტილებების შესასწავლად, რაც შეინარჩუნებდა და ხელახლა გამოიყენებდა ამ საკულტო შენობას, რაც, ჩვენი აზრით, ნაადრევ და შეუქცევად ნგრევას თვიდან აირიდებდა. სამწუხაროდ, ამ წინადადებებს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია“, - წერია ინფორმაციაში. 

„სტუდია ფუკსასის“ განაცხადებით, რიყის საკონცერტო დარბაზის დაგეგმილი დანგრევა „მნიშვნელოვანი კულტურული უკუსვლაა“.

კვირის დასაწყისში, ქართულმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიამ რიყის პარკში მდებარე საკონცერტო დარბაზის დანგრევის ნებართვა გასცა.