საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური გაცვლითი კურსების მიხედვით, 16 ივლისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა.

ახალი მონაცემებით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6333 ლარს შეადგენს, რაც წინა მაჩვენებელთან შედარებით ლარის 0.11 თეთრით გამყარებას ნიშნავს.

ამავდროულად, ლარი ევროსთან მიმართებით გაუფასურდა. ერთი ევროს ოფიციალური კურსი 3.0191 ლარით განისაზღვრა, რაც ეროვნული ვალუტის 1.19-თეთრიან გაუფასურებას ასახავს.

გაუფასურდა ლარი ბრიტანულ ფუნტთან მიმართებითაც. განახლებული მონაცემებით, ერთი გირვანქა სტერლინგის ოფიციალური ღირებულება 3.5568 ლარია, რაც ლარის 2.93-თეთრიან გაუფასურებას ნიშნავს.

რაც შეეხება თურქულ ლირას, 17 ივლისისთვის მისი ოფიციალური კურსი 0.0560 ლარია.