ბუასილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროქტოლოგიური დაავადებაა, რომელიც სხვადასხვა ასაკში გვხვდება და ხშირად ტკივილით, დისკომფორტითა და სისხლდენით ვლინდება.
სპეციალისტების თქმით, დაავადების დროული დიაგნოსტიკა და თანამედროვე მკურნალობა გართულებების თავიდან აცილების მთავარი გზაა.
პროქტოლოგისა და ზოგადი ქირურგის, ლევან გულუას თქმით, ,,ნიუ ჰოსპიტალსის” კლინიკაში ბუასილის მკურნალობა როგორც კონსერვატიული, ისე თანამედროვე მცირეინვაზიური და ქირურგიული მეთოდებით ხორციელდება, მათ შორის HAL-RAR ტექნოლოგიითა და ლაზერული აბლაციით.
დამატებითი კითხვებისთვის “კომერსანტი” ლევან გულუასთან ჩაწერილ ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ.
- რა არის ბუასილი და რა ფუნქცია აქვს ჰემოროიდულ კომპლექსს ჩვენს ორგანიზმში?
ბუასილი ანუ ჰემოორიდალური კვანძები ყველა ადამიანს დაბადებიდან ისინი არიან სწორ ნაწლავის არტერიოვენური ანასტომოზები და ხელს უწყობენ სისხლის მიმოქცევის რეგულაციას.
- რამდენად საშიშია ბუასილი და რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს?
უკვე განვითარებული ჰემოროიდული დაავადება რომელიც ასაკში ვითარდბა და იწვევს ჰემოროიდული კვანძების გადაგვარებას საკმად შემაწუხებელი დაავადებაა , მისი გართულებები შეიძლება იყოს სისხლდენა თრომბოზები ჩირქოვანი პროცესები
- რომელი ასაკობრივი ჯგუფები შედიან ბუასილით ავადობის რისკ-ჯგუფებში?
ყველაზე ხშირად თანამედროვე სტატისტიკით ჰემოროიდული დაავადება შესაძლებელია გამოვინდეს ნებისმიერ ასაკში აქტუალურია 20-45 წლამდე ასაკში და მოსახლებოსი თითქმის 50 პროცესნ უვითარდება 50 წლის ასაკის ზემოთ
- როგორია ჰემოროიდული დაავადების სიმპტომები და რა შემთხვევაში უნდა მიაკითხოს პაციენტმა ექიმს?
დაავადების სიმპტმებია ქავილი ტკივილი დისკომფორტის შეგრძნება უკანა ტანის არეში სისხლდენა დეფეკაციის დროს კვანძების გამოვრდნა
- რა გამოკვლევები ტარდება ბუასილის დასადგენად?
დაავადების დიაგნოსტირება საკმაოდ მარტივად ხდება , ძირითადად კონსულტაცია მანუალური გასინჯვა და რეკქტოსკოპია სავსებით საკმარისია დიაგნოზის ვერიფიცირების მიზნით
- როგორ ხდება ბუასილის მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით ნიუ ჰოსპიტალსში?
ნიუ ჰოსპიტალში ბუასილის მკურნალობა ხდება როგორც კონსერვატიული ასევე ქირურგიული ჩარევებით , მცირეინვაზიური პროცედურიებით დაწყებული როგორიცაა სკლეროთერაპია ლიგირება ტრადიციულ ქირურგიული ჩარევით დამთავრებული , გააჩნია დაავადების სტადიურობას . ასევე შესაძლებელია შესრულდა ჰემოროიდული კვანძების დეარტერიზაცია (გადაკვანძვა ლიგირება) HAL-რარ მეთოდით ან ლაზერული აბლაციები
- ჰემოროიდული არტერიის ლიგირება და რექტოანალური აღდგენა (HAL-RAR)
- ჰემოროიდული არტერიის ლიგირება (HAL)
- როგორია პოსტოპერაციული სარეაბილიტაციო პერიოდი?
პსოტოპერაციული პერიოდი განსხვავდება ჩარევის მასშტაბიდან გამომდინარე თუმცა საშუალოდ 2-3 კვირას მოიცავს.
- როგორ მოვიქცეთ, რომ ბუასილი თავიდან ავიცილოთ? (რეკომენდაციები რისკჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის)
ბუასილის და ჰემოროიდული დაავადების თავიდან აცილების მიზნით რისკ-ჯგუფში მყოფმა ადამიანებმა უნდა აკონტროლო კვება მოწესრიგებული ჰქონდეთ საჭმლის მომნელებელი სისტემა , თავი შეიკავონ ზედმეტი ფიზიკური აქტივობისგან . იცხოვრონ ცხოვრების ჯანსაღი წესით.