თბილისსა და მის შემოგარენში City Train-ის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მოსამზადებლად გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის ინტერესის გამოხატვის ეტაპი დასრულდა. ADB-ის ინფორმაციით, განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2026 წლის 5 აგვისტო იყო.

ამჟამად პროექტი განაცხადების შეფასებისა და მოკლე სიის შედგენის ეტაპზეა. შერჩეულ საკონსულტაციო კომპანიებთან ხელშეკრულებების გაფორმება და სამუშაოების დაწყება 30 დეკემბრიდან იგეგმება. პროექტის ბიუჯეტი 393 ათასი დოლარია, მომსახურების ვადა კი 8 თვე.

კვლევის ფარგლებში უნდა განისაზღვროს თბილისის აგლომერაციაში სარკინიგზო დერეფნების განვითარების ოპტიმალური ვარიანტები, მათ შორის რუსთავის, მცხეთის, ლილოს, მარნეულის, ფონიჭალისა და აეროპორტის მიმართულებები. პროექტი ძირითადად არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამოყენებას ითვალისწინებს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ახალი მონაკვეთების მშენებლობაც განიხილება.