ძლიერი წვიმის შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობის ნაწილი დაიტბორა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, რომ შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდებაც. მგზავრებს უსაფრთხოების მიზნით შენობა დაატოვებინეს.
"ეს იყო მეტეოროლოგიური კლიმატიდან გამომდინარე. ადგილზე ჩვენი ტექნიკური ჯგუფი მუშაობს და უმოკლეს დროში შეეცდებიან, აღმოფხვრან პრობლემა. უსაფრთხოების გამო მოხდა მოქალაქეების გაყვანა. დენი გაითიშა და მგზავრები გავიყვანეთ, მათი ინტერესებიდან გამომდინარე",- უთხრეს ინტერპრესნიუსს აეროპორტში.