თავის დროზე ხაზარაძე იყო პასუხისმგებელი ინვესტორების მოზიდვაზე და ჰქონდა სრული თავისუფლება, მან ვერ მოიზიდა ვერც ამერიკული, ვერ ევროპული ინვესტიციები, დღეს მისი მხრიდან ყველანაირი საუბარი ამერიკულ ინვესტიციებზე, არის ცარიელი სპეკულაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ხაზარაძე ადრე საუბრობდა ჩინური ინვესტიციების მნიშვნელობაზე ანაკლიაში და დღეს უკვე საუბრობს, თითქოს ჩინური ინვესტიცია არის დანაშაული ქვეყნის წინაშე.

„თავის დროზე ხაზარაძე იყო პასუხისმგებელი ინვესტორების მოზიდვაზე და მას ჰქონდა სრული თავისუფლება, მას შეეძლო ამერიკელი, ევროპელი, ჩინელი ინვესტორების მოზიდვა, ნებისმიერი ინვესტორის მოზიდვა. მაშინ ხაზარაძე საუბრობდა ჩინური ინვესტიციების მნიშვნელობაზე ანაკლიაში და დღეს უკვე საუბრობს იმაზე, თითქოს ჩინური ინვესტიცია არის დანაშაული ჩვენი ქვეყნის წინაშე. მან ვერ მოიზიდა ვერც ვერავითარი ამერიკული, ვერ ევროპული ინვესტიციები, შესაბამისად, ყველაფერი დევს ხელის გულზე. რასაც ამბობს ხაზარაძე, ეს არის ცარიელი სპეკულაცია და მანიპულაცია, თუ თავის დროზე მას სურდა ამერიკელი ინვესტორების მოზიდვა, ამისთვის ჰქონდა მინიჭებული ყველანაირი შესაძლებლობა, თუმცა ეს არ, ვერ გააკეთა. დღეს მისი მხრიდან ყველანაირი საუბარი ამერიკულ ინვესტიციებზე, არის ცარიელი სპეკულაცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს