შორაპანში, რკინიგზის სადგურისა და ყოფილი ელემენტების ქარხნის ტერიტორიაზე შენობების რეკონსტრუქცია და სარეკრეაციო სივრცის მოწყობა იგეგმება. ამ მიზნით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.
პროექტი ითვალისწინებს აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული შენობების რეკონსტრუქციას, რეაბილიტაციასა და ადაპტაციას, ასევე სარეკრეაციო სივრცის მოწყობას.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 17 დეკემბერს დაიწყება და 22 დეკემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 885 300 ლარია.


