საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 18 კმ-მდე (კმ66-კმ84) მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. 


„პროექტის შესაბამისად, გზის სავალ ნაწილზე იგება ასფალტ-ბეტონის საფარი, ეწყობა მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, კიუვეტები და საგზაო ნიშნები. განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა. ამ ეტაპზე,  ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს.


სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი  ღირებულება 13 მლნ. ლარამდეა. სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს დასრულდება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.