გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს - ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
„სოფლების აკურისა და ვანთის ტერიტორიაზე, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. დანალექი გრუნტისა და ხე-მცენარეებისგან მაგისტრალური არხის 2,5 კმ სიგრძის მონაკვეთი იწმინდება.
ჩატარებული სამუშაოები არხის გამტარუნარიანობას გაზრდის, რაც წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების 6 სოფლის (აკურა, ვანთა, კახიფარი, ვაჩნაძიანი, კალაური, შაშიანი) დაახლოებით 350 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.
სარწყავი არხის გაწმენდითი სამუშაოები საქართველოს მელიორაციამ მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და აპრილის ბოლომდე დაასრულებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.