ეროვნული ბანკის მიერ 16 აპრილს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7523 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1274 ლარია.
გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.
ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:
ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7500 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.7450 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1300 ლარად, გაყიდვა კი 3.1150 ლარად შეუძლიათ.
ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7540 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7480 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.1250 ლარად, ხოლო გაყიდვა - 3.1100 ლარად შეუძლიათ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.7520 ლარად, გაყიდვა კი - 2.7470 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1300 ლარად, გაყიდვას კი - 3.1150 ლარად შეძლებენ.
თავისუფლების მოედნების მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7550 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7250 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1300 ლარად, გაყიდვა კი 3.0800 ლარად შეუძლიათ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.