27 ივლისს თბილისში, საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში, ინფრასტრუქტურულ სექტორში მიმდინარე რეფორმებისა და ახალი რეგულაციების შესახებ გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
ღონისძიება საქართველოს მთავრობისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის თანაორგანიზებით ჩატარდება. შეხვედრაზე განიხილავენ 2026 წელს განხორციელებულ საკანონმდებლო და სისტემურ ცვლილებებს, ფასთან ინდექსაციის ახალ ჩარჩოს, სამშენებლო რესურსების, შრომის ანაზღაურების, ტექნიკისა და გადაზიდვების სარეკომენდაციო საბაზრო ღირებულებებს, ასევე 2026 წლის 1 ივნისის 241-ე დადგენილებით გათვალისწინებულ წესებს.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მთავრობის ადმინისტრაციის, ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
ღონისძიებას გახსნიან და სიტყვით გამოვლენ:
- ლევან ჟორჟოლიანი - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი;
- რევაზ სოხაძე - საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი;
- გურამ დუმბაძე - მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსი;
- ირაკლი გიორგობიანი - ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;
- სალომე წურწუმია - საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე;
- გიორგი მურვანიძე - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი;
შეხვედრა 11:30 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ დაიწყება.
R