აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის მიმართულებით ზანგეზურის დერეფნის მშენებლობა დასკვნით ეტაპზე გადადის, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ჰიქმეთ ჰაჯიევმა განაცხადა.
„აზერბაიჯანი დიდ ძალისხმევას დებს რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების დასამყარებლად“, – წერს ჰაჯიევი სოციალურ ქსელში.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე ვიდეოსაც აქვეყნებს.