აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარში დასრულდა თანამედროვე საჯარო სკოლის მშენებლობა, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტრო იუწყება.
უწყების განმარტებით, განახლდა საკლასო სივრცეები, სპორტული დარბაზი, ლაბორატორიები და ბიბლიოთეკა, შეიცვალა საინჟინრო სისტემები.
სამინისტროს ცნობით, პროექტი 1.3 მილიონი ლარით დაფინანსდა.
"ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლებას აქტიურად აგრძელებს. რამდენიმე მუნიციპალიტეტში უკვე დასრულდა ახალი სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაცია, ნაწილი კი დასკვნით ეტაპზეა," - წერია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.