26 თებერვალს ჟენევაში აშშ-ირანის მოლაპარაკებები გაიმართება, – ამის შესახებ „აქსიოსი წერს.

როგორც გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, შეხვედრაზე ბირთვული შეთანხმების შესახებ ირანის დეტალურ წინადადებას განიხილავენ.

როგორც ანონიმური წყარო აცხადებს, ტრამპის ადმინისტრაცია აღნიშნული წინადადების მიღებას სამშაბათისთვის ელოდება.

ამასთან, როგორც „აქსიოსი“ წერს, აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევა სავარაუდოდ უკანასკნელი შანსია, რომელსაც ტრამპი ირანს მისცემს აშშ-ისრაელის მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე.

ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ და ირანმა შესაძლოა, ასევე განიხილონ დროებითი შეთანხმების შესაძლებლობა, ვიდრე ბირთვულ შეთანხმებაზე პროგრესს მიაღწევენ.

1tv.ge