ოპოზიციის განცხადებით, შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე ირკვევა, რომ გორის მერიის დაქვემდებარებულ აიპებში ზედამხედველთა რაოდენობა, რიგ შემთხვევებში, მუშახელს აღემატება. აუდიტის სამსახურმა მერიის საქმიანობის შემოწმების შემდეგ დარღვევები გამოავლინა და დაადგინა, რომ ხელფასები არაგონივრულად გაიცემოდა იმ კადრებზე, რომელთა რაოდენობაც რეალურ საჭიროებებს აჭარბებს.

ადგილობრივ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მონიტორინგის შედეგები ადასტურებს მათ მრავალწლიან შეფასებებს ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვისა და ხელოვნურად გაზრდილი შტატების შესახებ. მათი მტკიცებით, დამატებითი პოზიციები ძირითადად მმართველი პარტიის აქტივის დასასაქმებლად იქმნებოდა.

შიდა აუდიტი გორის მერს რეკომენდაციით მიმართავს, რომ მუშახელის დაკომპლექტება მაკონტროლებელი რგოლის შემცირების ხარჯზე მოხდეს. თუმცა ოპოზიციაში ეჭვი აქვთ, რომ პროცესი შესაძლოა ფორმალური იყოს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ დასკვნის გამოქვეყნების მიზეზი შიდა კლანური დაპირისპირება იყოს და არა შესაძლო დარღვევების გამოძიების რეალური სურვილი.

tvpirveli.ge