დღეს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი თუ სა­ტე­ლე­ვი­ზიო რეკ­ლა­მე­ბი და­ნა­მა­ტე­ბის ნამ­დვილ ბუმს გვთა­ვა­ზო­ბენ: ზოგი „მა­რა­დი­ულ ახალ­გაზ­რდო­ბას“ გვპირ­დე­ბა, ზოგი კი ენერ­გი­ის მო­ზღვა­ვე­ბას.შე­დე­გად, ვი­ტა­მი­ნე­ბის მი­ღე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის წე­სად და ერ­თგვარ მო­დად იქცა.

  • თუმ­ცა, რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა ეს „ჯან­მრთე­ლო­ბის აბე­ბი“ და რა იმა­ლე­ბა ლა­მა­ზი შე­ფუთ­ვის მიღ­მა? სად გა­დის ზღვა­რი სა­ჭი­რო­ე­ბა­სა და საფრ­თხეს შო­რის? ამ თე­მებ­ზე Mkurnali.ge-ს მკი­თხველს ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი, მე­დი­ცი­ნის აკა­დე­მი­უ­რი დოქ­ტო­რი ლაშა უჩა­ვა ესა­უბ­რე­ბა

- ბა­ტო­ნო ლაშა, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა ვი­ტა­მი­ნე­ბი­სა და და­ნა­მა­ტე­ბის თვით­ნე­ბუ­რად მი­ღე­ბა ექი­მის გა­რე­შე?

- ბოლო წლებ­ში ძა­ლი­ან ტრენ­დუ­ლი გახ­და საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც, თა­ვის მხრივ, მო­ი­ცავს სხვა­დას­ხვა ტი­პის ვი­ტა­მი­ნებ­სა და მი­ნე­რა­ლებს. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი გარ­კვე­ულ როლს ას­რუ­ლებს ჩვენს ორ­გა­ნიზ­მში. ერთი შე­ხედ­ვით, თით­ქოს უსაფრ­თხო უნდა იყოს, რად­გან ისი­ნი ბუ­ნებ­რი­ვი პრო­დუქ­ტე­ბია და ჩვენს ორ­გა­ნიზ­მშიც არ­სე­ბო­ბენ, მაგ­რამ ეს ასე არ არის - შე­საძ­ლე­ბე­ლია, ზო­გი­ერ­თმა მათ­გან­მა უარ­ყო­ფი­თი ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. რო­დე­საც რო­მე­ლი­მე საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტის მი­ღე­ბას გა­დავ­წყვეტთ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გვქონ­დეს პრო­ფე­სი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. მე არ ვგუ­ლის­ხმობ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ რჩე­ვებს. ჩვენ შე­იძ­ლე­ბა არ ვი­ცო­დეთ იმ საფრ­თხე­ე­ბის შე­სა­ხებ, რა­საც თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი შე­ი­ცავს, ამი­ტომ, იქ­ნე­ბა ეს საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტი თუ მიკ­რო და მაკ­რო ელე­მენ­ტი, უმ­ჯო­ბე­სია, ის ექიმ­მა და­ნიშ­ნოს... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად