60 წლის წინ, მთვა­რე­ზე გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი საბ­ჭო­თა კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დის ბედი, შე­საძ­ლოა, სა­ბო­ლო­ოდ გა­ირ­კვეს.

1966 წლის 3 თე­ბერ­ვალს, ხო­მალ­დი "ლუნა 9" გახ­და პირ­ვე­ლი კოს­მო­სუ­რი აპა­რა­ტი, რო­მელ­მაც მთვა­რის ზე­და­პირ­ზე რბი­ლი დაშ­ვე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და პა­ნო­რა­მუ­ლი სუ­რა­თე­ბი გა­და­ი­ღო. თუმ­ცა მა­ლე­ვე სა­დე­სან­ტო აპა­რა­ტი მწყობ­რი­დან გა­მო­ვი­და და გა­უ­ჩი­ნარ­და.

ამ­გვა­რად, Luna 9-ის სა­ბო­ლოო ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი უკვე 60 წე­ლია გა­და­უჭ­რელ თავ­სა­ტე­ხად რჩე­ბა.

თუმ­ცა ექ­სპერ­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ზუს­ტად და­ად­გი­ნეს ობი­ექ­ტის შე­საძ­ლო ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი - ამი­სათ­ვის მათ სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი, ობი­ექ­ტე­ბის ამომცნო­ბი ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი გა­მო­ი­ყე­ნეს, რო­მელ­მაც NASA-ს კუთ­ვნი­ლი Lunar Reconnaissance Orbiter-ის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ასო­ბით კოს­მო­სუ­რი სუ­რა­თი გა­ა­ა­ნა­ლი­ზა.

ხე­ლოვ­ნურ­მა ინ­ტე­ლექ­ტმა რამ­დე­ნი­მე ლო­კა­ცია გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ­ლე­ბიც და­მა­ტე­ბით შე­მოწ­მე­ბას სა­ჭი­რო­ებს. თუმ­ცა Lunar Reconnaissance Orbiter-ის კა­მე­რე­ბის გარ­ჩე­ვა­დო­ბა საკ­მა­რი­სად მა­ღა­ლი არ არის, რაც და­კარ­გუ­ლი კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დის ზუს­ტი ად­გილ­სამ­ყოფ­ლის დად­გე­ნას კი­დევ უფრო არ­თუ­ლებს.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ექ­სპერ­ტე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მთვა­რე­ზე გაგ­ზავ­ნი­ლი ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გია და­კარ­გუ­ლი აპა­რა­ტის პოვ­ნა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

წყა­რო:

www.ambebi.ge