პორტალ Altindex-ის მკვლევრების აზრით, 2024 წელს აშშ-ში დაახლოებით 88 მილიონი ადამიანი გამოიყენებს კრიპტოვალუტებს (საქონელსა და მომსახურებას, შენახვას, ინვესტიციებს, ვაჭრობას, გადარიცხვებს და ა.შ.).

აღნიშნული მაჩვენებელი,  15 მილიონი ადამიანით მეტია გასულ წელთან შედარებით.

Altindex-ის მკვლევარები ვარაუდობენ, რომ 2028 წლისთვის კრიპტოვალუტის მომხმარებელთა რაოდენობა 100 მილიონს გადააჭარბებს, რაც აშშ-ს მოსახლეობის მესამედს წარმოადგენს.

Altindex-ის მიხედვით, შეერთებული შტატების გარდა, კრიპტოვალუტის მომხმარებელთა ყველაზე დიდი რაოდენობით ქვეყნების ხუთეულში შედის:

რუსეთი (33 მილიონი ადამიანი)

იაპონია (23 მილიონი)

დიდი ბრიტანეთი (20 მილიონი)

გერმანია (17 მილიონი)