თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალის საპროგნოზო მოცულობად 2026 წლის ბოლოსთვის 1.077 მლრდ ლარია განსაზღვრული. ამის შესახებ თბილისის მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან ირკვევა.

დოკუმენტში ვკითხულობთ, იმასაც თუ რა პროექტზე რამდენი იქნება ვალის ნაშთი წლის ბოლოსთვის. კერძოდ:

  • თბილისის მყარი ნარჩენების პროექტის სესხის მომსახურება - 41.403 მლნ ლარი;
  • თბილისის ავტობუსების პროექტის სესხის მომსახურება II ფაზა - 182.575 მლნ ლარი;
  • თბილისის მუნიციპალური მომსახურების პროექტი - 21.553 მლნ ლარი;
  • მდგრადი ურბანული მობილობა - გონიერი სატრანსპორტო სისტემა (KfW) - 147.726 მლნ ლარი;
  • თბილისის მეტროს სადგურების მოდერნიზაციის პროექტი - 159.041 მლნ ლარი;
  • თბილისის მეტროს (მოძრავი შემადგენლობის განახლება) მოდერნიზაციის პროექტის სესხის მომსახურება (AIIB) – 392.887 მლნ ლარი;
  • თბილისის ნარჩენების გადამუშავების პროექტის სესხის მომსახურება - 81.720 მლნ ლარი;
  • თბილისის ნარჩენების პოლიგონის გაზშემკრები სისტემის პროექტის სესხის მომსახურება - 50.289 მლნ ლარი.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი