სკაპი სერვისების გაციფრულებას განაგრძობს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მობილურ აპლიკაციას - Scapp, რომელიც სექტორში სერვისების მიწოდების წამყვანი ციფრული არხია, გადახდის ინოვაციური მეთოდები და უსაფრთხოების ახალი სტანდარტები დაემატა.
რა შეიცვალა მომხმარებლისთვის?
თუ აქამდე მსესხებელი აპლიკაციას მხოლოდ სესხის აღებისა და გრაფიკის კონტროლისთვის იყენებდა, ახლა მას შეუძლია ნებისმიერი ტიპის ვალდებულება (ავტო, ბიზნეს, აგრო და ოქროს სესხი) პირდაპირ Scapp-იდან დაფაროს. ამისთვის ხელმისაწვდომია:
- ⏺ Apple Pay & Google Pay: მარტივი გადახდა რამდენიმე წამში, ერთი შეხებით - Apple-ისა და Google-ის ციფრული საფულეების მხარდაჭერით.
- ⏺ ღია ბანკინგი: გადახდა მომხმარებლის ნებისმიერი საბანკო ანგარიშიდან პირდაპირ Scapp-ში - სხვა საბანკო აპლიკაციების გამოყენების გარეშე.
ავტო სესხის სრული ციკლი ერთ სივრცეში
ეს სიახლე განსაკუთრებით მოსახერხებელია სკაპის ავტო სესხის მომხმარებლებისთვის, რომელთაც შეუძლიათ სესხის მოთხოვნიდან გადახდამდე ნებისმიერ ეტაპზე, მომსახურების დისტანციურად, ფილიალში ვიზიტის გარეშე მიღება. Scapp მობილურ აპლიკაციაში უკვე შესაძლებელია:
- 1)სესხის განაცხადის შევსება და თანხის მყისიერი დამტკიცება;
- 2)გადახდების გრაფიკის და სესხის სხვა დეტალების სასურველ დროს გადამოწმება
- 3)მიმდინარე სესხზე თანხის დამატება ონლაინ რეჟიმში, ფილიალში ვიზიტის გარეშე
- 4)სესხის ყოველთვიური დაფარვა სწრაფი და თანამედროვე მეთოდების გამოყენებით.

მეტი კომფორტისთვის, Scapp აპლიკაცია მომხმარებელს ბიომეტრიულ ავტორიზაციასაც სთავაზობს სახის იდენტიფიკაციითა (Face ID) და თითის ანაბეჭდით, რაც აპლიკაციაში შესვლას კიდევ უფრო მარტივსა და უსაფრთხოს ხდის.
სკაპი (ყოფილი “სვის კაპიტალი”) პირველი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა ბაზარზე, რომელმაც მომხმარებელს ფინანსური სერვისები მობილური აპლიკაციის ფორმატში შესთავაზა. დღეს Scapp-ით 90 000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს. კომპანია განაგრძობს მობილური აპლიკაციის განვითარებას და მომხმარებლისთვის ფინანსური სერვისებით სარგებლობის პროცესის კიდევ უფრო გამარტივებას.
ახალი ფუნქციონალით სარგებლობისთვის განაახლეთ Scapp, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც App Store-ში, ასევე Google Play Store-ში.