ირანში საპროტესტო აქციების დროს, 544 ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას Abcnews-ი ადამიანის უფლებათა დამცველ ჯგუფზე დაყრდნობით ავრცელებს.

HRANA-ს ცნობით, დაკავებულია სულ მცირე 10 681 ადამიანი. აქტივისტების თქმით, საპროტესტო აქციები ქვეყნის მასშტაბით 585 ადგილას გაიმართა, მათ შორის, 186 ქალაქში და ყველა 31 პროვინციაში.