მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი კვლავ იზრდება. ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 509 დოლარი განისაზღვრა, რაც ერთ დღეში ფასის 57 დოლარით ზრდაზე მიუთითებს.

Gold Price-ის მონაცემებით, ერთი დღის ჭრილში ოქრო 1.28%-ით, ხოლო ბოლო ერთ თვეში 3.98%-ით გაძვირდა. ამასთანავე, წლიურად ძვირფასი ლითონის ფასი 65.5%-იან ზრდას აჩვენებს.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 360 ლარის ფარგლებში მერყეობს.

www.bpn.ge