მე ვიტყოდი, რომ პრეზიდენტ პუტინს ევროპის არ ეშინია - მას ამერიკის შეერთებული შტატების ეშინია, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, - ამის შესახებ თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, ევროპა იცვლება. ევროპამ საკუთარი საქმეები უნდა მოაწესრიგოს.
"ევროპის შიში არ არსებობს, იცით, ევროპა ჩამორჩა და ევროპაზე ეს ჯეი დი [ვენსმა] ძალიან მკაცრად თქვა... არ ვიცი, ამის გამო მან დიდი კრიტიკა მიიღო, მაგრამ ჩემგან კრიტიკა არ ყოფილა.
ევროპა სხვა ადგილია. ევროპა იცვლება. ევროპამ საკუთარი საქმეები უნდა მოაწესრიგოს. მე მიყვარს ევროპა," - თქვა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.