წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის III კვარტალში 197.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის III კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 55.2 პროცენტით ნაკლებია.

კლება განპირობებულია სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციის მაჩვენებლების შემცირებით. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაბალი მაჩვენებელი ასევე დაკავშირებულია ინვესტორის მიმართ ვალდებულების შემცირებასთან.

5 უმსხვილესი ქვეყანა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით ასე გამოიყურება:

  • ნიდერლანდები - 60.2 მილიონი აშშ დოლარი;
  • მალტა - 58.3 მილიონი აშშ დოლარი;
  • გაერთიანებული სამეფო - 55 მილიონი აშშ დოლარი;
  • თურქეთი - 26.9 მილიონი აშშ დოლარი;
  • ჩეხეთი - 26.9 მილიონი აშშ დოლარი.