სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ძარცვის საქმეზე დაკავებული რეზო ალადაშვილი უკვე სახლშია. ბიზნესმენი, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უფასო სასადილოების ღატაკი ბენეფიციარების ფულის მოპარვას ედავება, საგურამოში მდიდრულ ვილაში ცხოვრობს. სოცდაუცველებისთვის სახელმწიფო მიერ გამოყოფილი ფულის მოპარვა ალადაშვილმა თავად აღიარა.
- გაჭირვებული ხალხისთვის სამი მილიონ 500 ათასი ლარი მოპარვის საქმეზე დაკავებული ხუთივე ბიზნესმენი პატიმრობიდან ორ დღეში გამოუშვეს.
სოციალური დახმარების ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის მაჩვენებელი:
- რეგისტრირებულია - 1 307 607 მოქალაქე
- დახმარების მიმღები - 463 122
რა ვიცით რეზო ალადაშვილის კომპანიაზე?
კომპანიის დირექტორი, რომელიც ხალხისთვის გამოყფილ ფულს იპარვადა, პატირმობდან გირაოთი ორ დღეში გამოუშვეს. თავად ძარცვაში მხილებილი კომპანია კი ისევ თბილისის ოთხ რაიონში უფასო სასადილოებს ამუშავებს და კონტრაქტიც არ გაუწყვიტეს.
- კომპანია "ალადაშვილი და კო" სატენდერო ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა - 2019 წლიდან დღემდე კომპანია "ალადაშვილი და კო" იყო ერთდერთი, რომელსაც კრწანისის, ისნის, ჩუღურეთისა და მთაწმინდის გამგეობები, სოციალურად დაუცველები მოლაქეების უფასო სასადილეობში გამოკვებაზე კონტრაქტს უფორმებდნენ. ყველა ტენდერში ის უკონკურენტო იყო. გამოძიების ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, კომპანია, რომელიც მერიამ სატენდერო ბაზრის მონოპოლისტად აქცია, მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ 14,601 მოქალაქეს საჭმლის ფულს პარავდა.
- "ალადაშვილი და კო"-ს აუდიტის შემოწმების დასკვნით, 2024 წელს საერთო მოგება მილიონ 876 ათას ლარზე მეტი ჰქონდა.
ფულს უფასო სასადილოებისთვის მერია გამოყოფს, ბიზნესმენმა სასამართლო პროცესზე, რომელსაც "ტვ პირველის" ჟურნალისტი ესწრებოდა თქვა, რომ ხელოვნურად ზრდიდნენ უფასო საკვების მიმღებთ რაოდნეობას და ფულს ამ სქმით იპარვდნენ.
შეგახსენებთ, რომ 4 მილიონიან ქვეყანაში მილიონ 300 ათასზე მეტი ადამიანი სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტირებული, თუმცა ნახევარზე მეტი არ იღებს შემწეობას, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სარგებლობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა ტიპის შეღავათით. შემწეობის მიმღებთა ნაწილიდან კი ყველას უფასო სასადილოთი სარეგებლობის უფლებას არ აძლევენ, ყველასთვის უფასო საკვები არ აქვთ.
სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშით ყველაზე ცოტას უფასო სასდიულოებში ერთ ბენეფიციარის გამოკევაბზე თბილისის მერია ხარჯავს, 1 ლარსა და 70 თეთრს. მაგლითად კასპში ერთ სოც.დაუცველის გამოკვებისთვის ომბუცმენის მოანცმეებით 6 ლარი 75 თეთრია გამოყფილი.
რამდენი იხარჯება უფასო სასადილოებში [სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად]
- თბილისი -1,70 ლარი
- რეგიონები - 2,4-4,7 ლარი
- კასპი - 6,75 ლარი
ფაქტია, რომ თბილისი 14 ათასი ბენეფიციარისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 19 მილიონი ლარიდან, 3 მილიონ 500 ათასი მოიპარეს.კოამპანიას, რომელსაც მშიერი ხალხისთვის გამოყოფილი ფულის მოპარვას ედავებიან, 2019 წლიდან დღემდე თბილისის 4 რაიონში - ისანში, კრწანისში, ჩუღურეთსა და მთაწმინდზე უკონკურენტოდ მოგებული 87 ტენდერი, 12 გამარტივებული შესყიდვა და 63 მილიონ ლარზე მეტი, რომელიც ბიუჯეტიდან მიიღო.
სქემა ასე მუშაობდა:
ალადაშვილი იგებდა სახელმწიფო ტენდერებს, რის შემდეგაც, ქვეკონტრაქტორ კომპანიებთან - გიდთან, ბადესთან და ალიონთან ერთად, პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტებს სისტემატურად აყალბებდა. დოკუმენტებში იმაზე მეტი ბენეფიციარი და საკვები იწერებოდა, ვიდრე რეალურად მიდიოდა დანიშნულების ადგილამდე, მითვისებული ფული კი ორგანიზატორების ჯიბეში ილექებოდა.