BBC-გან "ქართულ ოცნებას" მეორე საჩივრის პასუხადაც უარი მოუვიდა. ეს ინფორმაცია დღეს მედიას თავად დაუდასტურა  შალვა პაპუაშვილმა.

მოქალაქეების ქიმიური ნივთიერებით სავარაუდო მოწამვლის ფაქტზე მომზადებული საგამოძიებო რეპორტაჟის გამო, ივანიშვილის გუნდი უკვე თვეებია ბრიტანული მედიისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს, მაგრამ ბოდიში არ არის.  როგორც დღეს პაპუაშვილმა თქვა, მესამე საჩივარს ამზადებენ, რომელიც ასევე ბბს-ში უნდა შევიდეს.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიტანეთის სამართლებრივ სისტემას კოშმარი უწოდა და ბრძოლის გაგრძელება სტრაბურგის სასამართლოშიც დაანონსა.

წარმოიდგინეთ, რომ ჩვეულებრივ ადამიანს დაეჯახოს ამხელა BBC. ფაქტობრივად მსხვერპლი არის ჭიანჭველის დონეზე, რომელსაც არანაირი უფლება არ აქვს - განაცხადა პაპუაშვილმა.

"აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა ყოფილა კოშმარი. არვიცი რა პირით გვესაუბრებიან რაიმე მართლმსაჯულების თუ სამართლებრივ პროცედურებზე. ჩვენ იძულებული ვიყავით (პროცედურულად) რომ სანამ სასამართლოს მივმართავდით, მიგვემართა ბბს-თვის. 

ჯერ დასხდნენ იგივე ჟურნალისტები, ვინც ეს ცილისწამება გაავრცელა, განიხილეს ჩვენი საჩივარი და თქვეს, ჩვენ ვართ მართლებიო, იმ ჟურნალისტებმა, ვინც ეს ტყუილი გამოიგონა, განიხილეს ჩვენი საკითხი და გვითხრეს უარი. ამის შემდეგ შევაბრუნეთ საჩივარი, სამწუხაროდ  მსხვერპლის საზიანო კანონმდებლობით, რაც ბრიტანეთში არსებობს... შევიტანეთ ახალი საჩივარი, ამის შემდეგ აღმოჩნდა, რომ შემდეგი ინსტანცია გახლავთ იმ ხალხის სარედაქციო ჯგუფი, რომელამც დაავალა ეს სიუჟეტი, ჩაიბარა და გაუშვა ეს სიუჟეტი.  ამ რედაქციამაც განიხილა და თქვა, არა ჩენ ვიყავით მართლებიო - უარი შემოვიდა. 

ახლა ვართ მესამე ეტაპზე, რომ შევიტანოთ კიდევ ერთი საჩივარი, კიდევ ისევ ბბს-ს უნდა მივმართოთ, ერთი დონით მაღლა ხდება განხილვა, მაგრამ ასევე ბბს-ში, რომელმაც ეს სიუჯეტი დაუკვეთა. ანუ გამოდის, რომ ვამზადებთ ემსამე საჩივარ, რომელიც შებრუნდება ასევე ბბს-ში. ვნახოთ რა გადაწყვეტილება იქნება, შემდეგ უკვე შემდეგი ეტაპებია. ახლა იქნება ბორდის ადაც გარე ექსპერტები იქნებიან ჩართულები, როგორც ამბობენ.  

თუკი ის გაინტერესებთ, რამდენჰად სამარცხვინოდ იქცევა ბბს... ჩვენ ბბს-ში გასაჩივრებას ვუყურებთ ფაქტობრივად, როგორც ფორმალობას. ფაქტია, ვინც დააშავა, არ იტყვის არ ვარ დამნაშავეო. ფაქტია, კანონმდებლობა ბრიტანეთში არის მტრული მსხვერპლის მიმართ. და წარმოიდგინეთ ამის უკან რამხელა შრომა და ხარჯი დევს. წარმოიდგინეთ, რომ ჩვეულებრვ ადამიანს დაეჯახოს ამხელა ბბს. ფაქტობრივად მსხვერპლი არის ჭიანჭველის დონეზე, რომელსაც არანაირი უფლება არ აქვს. 

ამიტომაც, შემდეგ ეტაპზე, როცა დიდი ბრიტანეთი ერთ სიტყვას დაძრავს მედიასთან დაკავშირებით, შევახსენებთ, რომ მსხვერპლის მიმართ მტრულები არიან. ამ ტენდენციას თუ შევხედავთ, ისეა, რომ თავის თავის გამტყუნება არ უნდათ. შემდეგში არის სასამართლო, რა თქმა უნდა. 

რაც უფრო გაწელავენ პროცესს, მით უფრო მტკივნეული იქნება მათთვის. ბრიტანეთის სასამართლოა კი ამის შემდეგ . ჩვენ გავივლით ყველა ინსტანცისა და თუ საჭირო გახდა სტრასბურგამდეც მივალთ.

შეგახსენებთ, რომ თუ ვინმე იყენებდა, ინგლისი იყენებდა ქიმიურ იარაღს. საქართველოს ქიმიური იარაღი არ გამოუყენებია.

ფორმულას დონეზეა ბიბისი დასული. როგორც თქვენ არ აღიარებთ ტყუილს და დეზინფორმაციას, ისეა.

ჩვენთვის მთავარია იყოს აღიარება, რომ იყო დეზინფორმაცია გავრცელებული, იღოს აღებული პლატფორმიდან ეს ყველაფერი. იყოს ბოდიში. კიდევ ერთხელ მინდა შევარცხვინო დიდი ბრიტანეთი, რომ ასეთი საშინელი კანონმდებლობა აქვთ - წრეზე გვატარებენ. მივწერთ, ისინი იტყვიან - ჩვენ ვართ მართლები. მეორეჯერ, მესამეჯერ... აბსოლუტურად არაადეკვატურია კანონდებლობა", - განაცხადა პაპუაშვილმა. 

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციას, BBC-ს საჩივრით 1 დეკემბერს გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების გამო მიმართა.
გამოძიების თანახმად, 2024 წლის აქციების დაშლისას პოლიციამ გამოიყენა სახიფათო ქიმიური აგენტი ბრომბენზოლ ციანიდი, იგივე კამიტი.

"ოცნება" BBC-ისგან მოითხოვს, უარყოს ინფორმაცია, რომ ხალხის დარბევის ბრძანება ივანიშვილმა გასცა.

tvpirveli.ge