2026 წლის სექტემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 285.77 მლნ აშშ დოლარი (746.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 10.1%ით (32.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2025 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკაში.

ამავე მონაცემების მიხედვით, ყველაზე დიდი ვარდნა რუსეთიდან გზავნილების შეეხო, აქ წლიურად გზავნილები 80%-ით - 39.487 მლნ აშშ დოლარიდან 7.858 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა.

კლების მხრივ მეორე ადგილზეა ყირგიზეთი - 72.02%-ით, რომელსაც მოჰყვება ყაზახეთი - 33.95%-ით.

რაც შეეხება ზრდას, აქ მკვეთრი მატება დაფიქსირდა ლიბანიდან - 80.59%-ით, სამეულში შედიან საუდის არაბეთი - 31.75%-იანი ზრდით და არაბთა გაერთიანებული საამიროები 19.90%-ით.

რუსეთიდან ფულადი გზავნილები 80.1%-ით შემცირდა - ლიბანიდან 80.6%-ით გაიზარდა

5 ქვეყანა, საიდანაც სექტემბერში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად შემცირდა:

  • რუსეთი: 7.858 მლნ აშშ დოლარი (2025 წლის სექტემბერი 39.487 მლნ აშშ დოლარი) კლება 80.10%
  • ყირგიზეთი - 2.411 მლნ აშშ დოლარი (2025 წლის სექტემბერი 8.618 მლნ აშშ დოლარი) კლება 72.02%
  • ყაზახეთი - 5.011 მლნ აშშ დოლარი (2025 წლის სექტემბერი 7.586 მლნ აშშ დოლარი) კლება 33.95%
  • აზერბაიჯანი - 2.964 მლნ აშშ დოლარი (2025 წლის სექტემბერი 3.398 მლნ აშშ დოლარი) კლება 15.72%
  • ირლანდია - 5. 278 მლნ აშშ დოლარი (2025 წლის სექტემბერი 6.164 მლნ აშშ დოლარი) კლება 14.38%

5 ქვეყანა, საიდანაც სექტემბერში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა:

  • ლიბანი - 1.225 მლნ აშშ დოლარი (2025 წლის სექტემბერი 678.2 ათასი აშშ დოლარი) ზრდა 80.59%
  • საუდის არაბეთი - 1.928 მლნ აშშ დოლარი (2025 წლის სექტემბერი 1.463 მლნ აშშ დოლარი) ზრდა 31.75%
  • იორდანია - 1.131 მლნ აშშ დოლარი (2025 წლის სექტემბერი 931 ათასი აშშ დოლარი) ზრდა 21.50%
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 2.218 მლნ აშშ დოლარი (2025 წლის სექტემბერი 1.850 მლნ აშშ დოლარი) ზრდა 19.90%
  • ნიდერლანდები - 2.297 მლნ აშშ დოლარი (2025 წლის სექტემბერი 1.999 მლნ აშშ დოლარი) ზრდა 14.90%

ამასთან, სებ-ის სტატისტიკით 2026 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 36.9 მლნ აშშ დოლარი (96.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2025 წლის სექტემბრის (38.8 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.5% ნაკლებია.

წყარო: www.bpn.ge