საპენსიო სააგენტომ განახლებული სტატისტიკური მონაცემები (31 მარტის ჩათვლით) დღეს გამოაქვეყნა.

საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ ადამიანთა რაოდენობა 1 604 000-ია. 2025 წლის 31 მარტის მონაცემებით, დაგროვებითი პენსიით 17,942-მა პირმა ისარგებლა, მათზე პენსიის სახით კი 74.9 მლნ ლარი გაიცა.

საპენსიო აქტივების ღირებულება, კი შეადგენს 6.5 მლრდ ლარს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.55 მლრდ ლარს გადააჭარბა.

2023 წლის 6 აგვისტოდან 2025 წლის 31 მარტის ჩათვლით დინამიკური პორტფელის რეალურმა გაწლიურებულმა ამონაგებმა 8.5% შეადგინა, ამავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების რეალური გაწლიურებული ამონაგები შესაბამისად 8.2% და 7.6% იყო.

აღნიშნულ პორტფელებს შორის მთავარი სხვაობა გლობალური აქციების პროპორციაა. მარტის ბოლოს მდგომარეობით, დინამიკურ პორტფელში აქციების წილი 49.4%, დაბალანსებულში 30.8%, ხოლო კონსერვატიულში 16.3% იყო.