ბოლო წლებში, აღმოსავლეთ აზიის რეგიონთან სავაჭრო კავშირების გასაღრმავებლად, ჩრდილოეთ საზღვაო მარშრუტი რუსეთის ევროპული ნაწილისათვის სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს.
გარდა ამისა, რუსეთს ჩრდილოეთ საზღვაო მარშრუტის განვითარებით, აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელი ხიდის ჩამოყალიბების, გრძელვადიანი მიზნები გააჩნია. ბოლო წლებში, აღმოსავლეთ აზიის რეგიონთან სავაჭრო კავშირების გასაღრმავებლად, ჩრდილოეთ საზღვაო მარშრუტი რუსეთის ევროპული ნაწილისათვის სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს.
ჩრდილოეთ საზღვაო მარშრუტი ყინულოვანი ოკეანის გადაჭრით – ბარენცის, კარსკის, ლაპტევის, აღმოსავლეთ ციმბირის, ჩუკოტკის და ბერინგის ზღვებზე გადის.
ჩრდილოეთ საზღვაო მარშრუტი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან, ჩრდილოეთ ევროპის ბალტიის ნავსადგურებამდე მნიშვნელოვნად მოკლეა, ვიდრე მარშრუტი ინდოეთის ოკეანისა და სუეცის არხის გავლით. თუმცა, ოდიდგანვე ჩრდილოეთ გადასასვლელის გამოყენება ყოველთვის გართულებული იყო არაპროგნოზირებადი ამინდის პირობებით და დამატებით ყინულმჭრელი გემების ესკორტის გამოყენების საჭიროებით.
რუსეთის ჩრდილოეთის ზღვებში ნაოსნობისთვის ხშირად მძლავრი ბირთვული ყინულმჭრელების დახმარების მოთხოვნაა აუცილებელი. რისთვისაც ხშირად, ბირთვული ყინულმჭრელი „იამალი“ ახორციელებს ესკორტირებას.
სახელმწიფო კორპორაცია Rosatom ის, განცხადებით, რომელიც მართავს რუსეთის ყველა ბირთვულ ყინულმჭრელს, 2024 წლიდან ჩრდილოეთ ზღვის მარშრუტის მთელ სიგრძეზე, აგრეთვე ყველაზე რთულ აღმოსავლეთ ნაწილში – დიქსონიდან ბერინგის სრუტემდე, მთელი წლით ნავიგაცია გახდა შესაძლებელი.
კომპანია Norilsk Nickel-მა ჩრდილოეთ ზღვის მარშრუტის აღმოსავლეთ ნაწილში, დუდინკადან ჩინეთში, რამდენიმე სატესტო გადაზიდვა განახორციელა, რითაც შესაძლებელი გახდა მეტალურგიული კომბინატის ტვირთის ყოველწლიურად 400 – 600 ათასი ტონის მოცულობის გადაზიდვა. ყოველივე მიუთითებს ჩრდილოეთ საზღვაო მარშრუტის მთელი წლით გამოყენების შესაძლებლობაზე.
ჩრდილოეთ საზღვაო მარშრუტის გამართულ ფუნქციონირებაში მნიშვნელოვანია ენისეის ყურეში ნახშირწყალბადების წარმოების უდიდესი პროექტისთვის თანამედროვე ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის მოწყობა, რისთვისაც ენისეის შესართავთან აქტიურად მიმდინარეობს დამატებითი ორი ახალი დიდი სატვირთო ნავსადგურის მშენებლობა.
ჩრდილოეთ საზღვაო მარშრუტის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვან ეტაპს მთელი წლით ნავიგაციის უზრუნველყოფა წარმოადგენდა, რამაც მრავალი ტექნიკური თუ ინფრასტრუქტურული პრობლემა მოაგვარა, მაგრამ ჩრდილოეთ ზღვის მარშრუტის გასწვრივ მთელი წლით ნავიგაციის სრულად განხორციელება მხოლოდ არქტიკული ყინულის Arc 7 კლასით აღჭურვილი გემების ფლოტის შექმნის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
მიღწეულმა პროგრესმა – მთელი წლით ნავიგაციის გახსნამ სატრანზიტო გადაზიდვებზე იქონია გავლენა, რასაც მოწმობს 2018 – 2024 წლების
სატრანზიტო ტვირთების მოცულობის მაჩვენებლები, რომლებმაც 2023 წელს – 2,1 მლნ ტონა და 2024 წელს – 3 მლნ ტონა ისტორიულ რეკორდს მიაღწიეს (იხ. დიაგრამა).
უნდა აღინიშნოს, რომ სატრანზიტო გადაზიდვებში, გათვალისწინებულია, რუსეთის ბალტიის ნავსადგურიდან ჩრდილოეთ საზღვაო მარშრუტით აზიის მიმართულებით გაგზავნილი ტვირთებიც.
ნედლი ნავთობი რჩება ყველაზე მნიშვნელოვან სატრანზიტო ტვირთად, რომელიც საერთო გადაზიდვის 62%-ს შეადგენს.
2024 წელს პრიმორსკიდან, მურმანსკიდან და პრირაზლომნაიას პლატფორმიდად 1.89 მლნ ტონა ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა.
გარდა ნედლი ნავთობისა, ძირითად ტვირთნაკადს შეადგენს რკინის მადნის კონცენტრატი 475 ათასი ტონა (15%). ქვანახშირის ტრანსპორტირება უსტ-ლუგადან 316 ათასი ტონა (10%), სასუქები – 86 ათასი ტონა (3%) სანქტ – პეტერბურგიდან.
ტვირთების უმეტესი ნაწილი, რომელიც შეადგენს მთლიანი სატრანზიტო მოცულობის 95% ს, იგზავნება რუსეთიდან ჩინეთში და 2024 წელს 2,9 მლნ ტონა შეადგინა. რაც ხაზს უსვამს ჩრდილოეთ საზღვაო მარშრუტით
რუსეთის აზიასთან დამაკავშირებელი ტრანსევრაზიული დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობას.
პერსპექტივაში ჩრდილოეთ საზღვაო მარშრუტის გასწვრივ მთელი წლით ნავიგაციის განვითარება ყინულმჭრელი გემების რაოდენობის გაზრდასა და მარშრუტზე ნავიგაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე იქნება დამოკიდებული.
ჩრდილოეთ საზღვაო მარშრუტით გარდა სატრანზიტო გადაზიდვებისა, 2024 წელს არქტიკის აუზის რუსეთის ნავსადგურებს შირის ტვირთების გადაზიდვის რეკორდულ მაჩვენებელს – 37,9 მლნ ტონას მიაღწია, აქ გათვალისწინებულია ძირითადად კაბოტაჟური გადაზიდვები (იხ. დიაგრამა).
დასკვნის სახით – ჩრდილოეთ საზღვაო მარშრუტის მთელი წლით გამოყენების შესაძლებლობამ, რუსეთს მარშრუტის გასწვრივ ახალი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობა გაუხსნა.
გარდა ამისა, ჩრდილოეთ საზღვაო მარშრუტით რუსეთის ევროპული ნაწილიდან და აზიას შორის სატრანზიტო გადაზიდვების მაჩვენებლების ზრდის დინამიკა, ცალსახად მიუთითებს რუსეთის მიერ ალტერნატიული დერეფნების განვითარების სტრატეგიულ მიზნებზე.
წყარო: transcor.ge