TasteAtlas-მა ყველაზე ცუდი შეფასების მქონე ქართული საკვების რეიტინგი განაახლა. რეიტინგში მოხვდა 14 სხვადასხვა ტიპის საკვები, რომელთა შეფასებაც 3-დან 3.9-მდე მერყეობს. მონაცემები დაფუძნებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები 3477 მომხმარებლის შეფასებაზე.
აღნიშნული მონაცემების თანახმად, ყველაზე ცუდი რეიტინგი ხაშს აქვს. უფრო კონკრეტულად, 5 ბალიანი შეფასების სისტემიდან კერძმა მხოლოდ 3 ვარსკვლავი დაიმსახურა. რეიტინგში შესული 14 საკვები და მათ მიერ მიღებული ვარსკვლავების რაოდენობა ასე გამოყურება:
- ხაში - 3 ვარსკვლავი;
- ფელამუში - 3.3 ვარსკვლავი;
- მჭადი - 3.5 ვარსკვლავი;
- მუჟუჟი - 3.5 ვარსკვლავი;
- ჩურჩხელა - 3.6 ვარსკვლავი;
- ჭარხლის ფხალი - 3.6 ვარსკვლავი;
- ტყლაპი - 3.7 ვარსკვლავი;
- ღომი - 3.7 ვარსკვლავი;
- ჭვიშტარი - 3.8 ვარსკვლავი;
- ბუღლამა - 3.8 ვარსკვლავი;
- შილა ფლავი - 3.8 ვარსკვლავი;
- აჯაფსანდალი - 3.9 ვარსკვლავი;
- მხლოვანი - 3.9 ვარსკვლავი;
- ქათმის სუპი - 3.9 ვარსკვლავი.
წყარო: bpn.ge