გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძრის ჯვრის ფოტო დღეს საზოგადოების განხილვის საგანი გახდა. გამოითქვა შეშფოთება იმის შესახებ, რომ გელათის ტაძარზე არაქართული ჯვარი მონტაჟდებოდა. თუმცა მოგვიანებით გავრცელდა სპეციალისტების კომენტარებიც, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ აღნიშნული ჯვარი გელათზე ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაიდგა. გავრცელებულ ფოტოზე კი მისი მოხსნა იყო ასახული და არა დამონტაჟება. არსებული ინფორმაციით, ჯვრის მოხსნის აუცილებლობა გელათის სახურავზე მიმდინარე სამუშაოების გამო დადგა. როგორც ცნობილია გელათის მთავარი ტაძრის გადახურვას ჰიდროიზოლაციის პრობლემები აქვს, რის გამოც საუკუნოვან ტაძარი საფრთხის ქვეშაა.

გელათის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება სამოქალაქო აქტივისტი და ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი, რომელიც წლებია გელათის რეაბილიტაციის პროცესს აკვირდება.

"გელათის ჯვარზე ვინც წერთ, არ ამონტაჟებენ, ხსნიან და ასე უჯვროდ იქნება წლების მანძილზე ღვთისმშობლის შობის (ძირითადი) ტაძარი ჯერ დაზიანების, შემდეგ მიჩქმალვის მცდელობის და ამ ყველაფერზე უმრავლესობის დუმილის გამოისობით..

თან, წულუკიანი ამ დროს ნახევარ ქვეყანას ასამართლებს.. მეტ ცინიზმს წიგნშიც ვერ გადაეყრები! სხვა თუ ვერა, პროპაგანდას მაინც ნუ წაეხმარებით. ფოტო გუშინდელია. 
მეცხრამეტე საუკუნიდან დგას გელათის ძირითად ტაძარზე ეს ჯვარი.

ახლა არ იდგმება! პირიქით, მოხსნაა 5 წლიანი წკვარამის შედეგი.

ალაგ-ალაგ თუ გესმოდა გელათის ამბები და შიგადაშიგ წუხდი კიდეც, ეს ამ პროცესის ერთ-ერთი უარყოფითი შედეგია.

არ უნდა მომხდარიყო. არ უნდა იხსნებოდეს. 

არ უნდა დაეზიანებინა ბიძინას გელათი ისე, რომ ეს გამხდარიყო საჭირო! უკუღმაა.. "- წერს თორნიკე ბარათაშვილი.

mtavari.tv