19 ივნისის ღამეს ბიტკოინის (BTC) ფასი 62 000 დოლარამდე დაეცა, რაც კვირის დასაწყისის პიკთან შედარებით 7%-ით ნაკლებია.

ეთერიუმის (ETH) ფასი იმავე პერიოდში თითქმის 10%-ით დაეცა და 1 670 დოლარს მიაღწია.

კრიპტოვალუტის ფასმა პიკს ამ კვირის დასაწყისში მიაღწია აშშ-ირანის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის ფონზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 14 ივნისს თეირანთან შეთანხმების შესახებ გამოაცხადა. ამის შემდეგ, ზრდა შეჩერდა და კრიპტოვალუტის ფასზე ზეწოლა დაემთხვა ფედერალური რეზერვის საბჭოს სხდომის დასრულებას, რომელმაც საბაზისო საპროცენტო განაკვეთი უცვლელი დატოვა.