2026 წლის იანვარ-აპრილში გაზრდილი იმპორტ- დამოკიდებულება და მაისის შემცირებული ექსპორტი, ხაზს უსმევს საქართველოს ენერგოსისტემის სეზონურ გამოწვევებს, - ინფორმაციას Galt & Taggart საქართველოს ენერგეტიკის მაისის მიმოხილვაში ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 2026 წლის მაისში, ადგილობრივი მოხმარება წლიურად 3.8%-ით გაიზარდა და 1.1 ტვტ.სთ შეადგინა, ხოლო ექსპორტი 73.1%-ით შემცირდა 0.05 ტვტ.სთ-მდე. შედეგად, ჯამურმა მოთხოვნამ 8.6%-ით იკლო 1.2 ტვტ.სთ-მდე. მაისი ისტორიულად საექსპორტო თვეა, რაც ჰიდროსადგურების სეზონურობითაა გამოწვეული.

„2026 წლის მაისში, მოთხოვნა-მიწოდებას შორის ბალანსის დასაცავად, ელექტროსისტემამ შეზღუდა ელექტროსადგურების მუშაობა, რის გამოც ადგილობრივმა გენერაციამ წლიურად 9.5%-ით იკლო.

ექსპორტის მკვეთრი კლება თურქეთის ბაზარზე ფასების ისტორიულ მინიმუმამდე - საშუალოდ 1.8 აშშ ცენტ/კვტ.სთ- მდე - შემცირებამ განაპირობა, რაც ხელსაყრელ ჰიდროლოგიურ პირობებსა და მზის გენერაციის ზრდას უკავშირდება. თურქეთში მზის სიმძლავრეების ზრდამ შესაძლოა ზაფხულის ფასებზე ზეწოლა მომავალშიც შეინარჩუნოს, თუმცა ეფექტი ბაზრისა და ჰიდროლოგიურ პირობებზეც იქნება დამოკიდებული“, - წერია მიმოხილვაში.