ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოში მოქმედი ბანკების წმინდა მოგებამ 1.54 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21%-ით (272 მლნ ლარით) მეტია. სექტორში მოქმედი 19 ბანკიდან 15 მოგებაზეა, ხოლო 4 - ზარალზე.
ბაზრის ლიდერებად კვლავ „საქართველოს ბანკი“ ( მლნ ლარი) და „თიბისი ბანკი“ ( მლნ ლარი) რჩებიან. მესამე პოზიციას „ბაზისბანკი“ იკავებს ( მლნ ლარი).
ყველაზე დიდი ზარალი - მლნ ლარი კვლავ „ვითიბი ბანკმა“ დააფიქსირა, თუმცა ეს მაჩვენებელი გასული წლის ზარალთან ( მლნ) შედარებით შემცირებულია.
ბანკების მოგება/ზარალი (2026 წლის იანვარი-მაისი):
| # | ბანკი | მოგება / ზარალი | |
|---|---|---|---|
| 1 | საქართველოს ბანკი | 819 მლნ ლარი | |
| 2 | თიბისი ბანკი | 562 მლნ ლარი | |
| 3 | ბაზისბანკი | 62 მლნ ლარი | |
| 4 | ლიბერთი ბანკი | 42 მლნ ლარი | |
| 5 | კრედო ბანკი | 29 მლნ ლარი | |
| 6 | პროკრედიტ ბანკი | 15 მლნ ლარი | |
| 7 | ტერა ბანკი | 13 მლნ ლარი | |
| 8 | ქართუ ბანკი | 12 მლნ ლარი | |
| 9 | ხალიკ ბანკი | 10 მლნ ლარი | |
| 10 | მიკრობანკი კრისტალი | 7.1 მლნ ლარი | |
| 11 | იშ ბანკი | 6.2 მლნ ლარი | |
| 12 | პეივბანკი | 4.5 მლნ ლარი | |
| 13 | პაშაბანკი | 2.9 მლნ ლარი | |
| 14 | ზირაათ ბანკი | 2.5 მლნ ლარი | |
| 15 | მიკრობანკი ემბისი | 1.6 მლნ ლარი | |
| 16 | პეისერა ბანკი | -1.0 მლნ ლარი | |
| 17 | ჰეშბანკი | -4.9 მლნ ლარი | |
| 18 | სილქ ბანკი | -11 მლნ ლარი | |
| 19 | ვითიბი ბანკი საქართველო | -26 მლნ ლარი |