უკრაინა მაკროფინანსური დახმარების პირველ ტრანშს, 3.2 მილიარდ ევროს, ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ბიუჯეტის ნაწილს, უკრაინის აღდგენის საკითხებზე დაგეგმილი კონფერენციის დროს მიიღებს, რომელიც 25-26 ივნისს პოლონეთის ქალაქ გდანსკში გაიმართება,- ინფორმაციას უკრაინული მედია ევროპელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელმაც ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა.
„გადაწყდა, რომ 3.2 მილიარდი ევროს ოდენობის პირველი ტრანშის გაცემა აღდგენის საკითხებზე კონფერენციას დაემთხვეს, რომელიც გდანსკში 25-26 ივნისს გაიმართება“, - განაცხადა წყარომ.
ცნობისთვის, მანამდე, პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა, მარცინ პრჟიდაჩმა განაცხადა, რომ კონფერენციაზე, რომელიც უკრაინის აღდგენის საკითხებზე მიმდინარე კვირაში გდანსკში გაიმართება, პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის მოწვევა არ მიუღია.