PMCG კვლევითი ცენტრის დამფუძნებელს ლექსო ალექსიშვილს მიაჩნია, რომ „ტრამპის მარშრუტის“ [TRIPP] შესახებ ექსპერტთა ნაწილის შეფასებები გადაჭარბებულია იმ ნაწილში, რომ მისი ამოქმედების შემდეგ, შუა დერეფანში საქართველოს როლი გაქრება. ამასთან, მისივე თქმით, გეოპოლიტიკურად და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი TRIPP-ი, ამოქმედების შემდეგ, ცალსახად, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის კონკურენტი გახდება.
BMG TV-ის გადაცემა „ანალიტიკასთან“ ვრცელ ინტერვიუში PMCG კვლევითი ცენტრის დამფუძნებელმა „შუა დერეფანში“ შექმნილ ისტორიულ მოცემულობასა და იმ მომენტუმზე ისაუბრა, რომელიც დღეს რეგიონის ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს გაუჩნდა.
„TRIPP-თან დაკავშირებით გამოძახილი, რომელიც საზოგადოებაშია და რომელიც სხვადასხვა ტიპის ექსპერტები აკეთებენ, ჩემი აზრით, ხშირ შემთხვევაში ზედმეტად მგრძნობიარედ არის აღქმული ან გადაჭარბებულია, მათ შორის ის, რომ თუ ესპროექტი განხორციელდება, საქართველოს როლი ამ საკითხთან დაკავშირებით დამთავრდება. ასე ვერ იქნება, გეოგრაფიულიმდებარეობიდან და თვითონ რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარეც. ისტორიულად ყოველთვის ასე ხდება, რომნებისმიერმა ფაქტორმა, მაგალითად პანდემიამ ან ომმა შეიძლება რაღაცა შესაძლებლობა შექმნას, რომ კორიდორი გაჩნდესდა მერე პირიქითაც შეიძლება მოხდეს. ამ შემთხვევაში რუსეთის სანქციებმა ამ დერეფნის გააქტიურების შესაძლებლობა განაპირობა. ცალკე უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რას ნიშნავს ეს შუა დერეფანი, რადგან საკმაოდ რთული მოცემულობაა - ეს არარის მხოლოდ ერთი ქვეყანა, ერთი სატრანსპორტო თემით, ეს არის ბევრი ქვეყნის მულტიფუნქციური სატრანსპორტო ჯაჭვი თავისი სისტემებით, რაც თავისთავად ჯერ ამ სისტემების დაკავშირებადობას მოითხოვს და შემდეგ, მისმა მონაწილე ქვეყნებმასხვადასხვა ტიპის სამართლებრივი ან პროცედურული თემატიკების ჰარმონიზაცია უნდა მოახდინონ, რომ ჯაჭვმა კარგადიფუნქციონიროს.
რაც შეეხება TRIPP-ს, შეიძლება ის ბევრი სხვა მიკროგანზომილებისგან შედგება, მაგრამ მთავარი ორი რამ არის: ამ პროექტისგეოპოლიტიკური მნიშვნელობა და მეორე - ეს არის ამ თემის წმინდა სატრანსპორტო მნიშვნელობა. გეოპოლიტიკური ის არის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფა თავის თავზე აიღო, რაც არც მე-19, არც მე-20 საუკუნეში და მით უმეტეს 21-ე საუკუნეში არასდროს მომხდარა. ახლა ის ხდება, რომ ტრამპმა თქვა, რომ უზრუნველყოფს აქმშვიდობას და ამისთვის მოდი, ვისაუბროთ და მოვილაპარაკოთ და შევქმნათ რაღაცა პირველი პირობა, რომელიც გახლავთ TRIPP. ამ სატრანსპორტო გზამ აზერბაიჯანის მთავარი ტერიტორია მის მეორე ნაწილთან - ნახიჩევანთან უნდა დააკავშიროს. ანუ ეს რკინიგზა შედის ნახიჩევანში და შემდეგ ისევ სომხეთში ბრუნდება, მერე იქ განშტოებები აქვს და რაღაც ნაწილი მიდისგიუმრიში. გიუმრიდან თავის დროზე არსებობდა ყარსში გადასასვლელი რკინიგზა, რომელიც თითქმის საუკუნეა დაკეტილია. მეორე მხრივ დანარჩენი განშტოებები ზოგი ფუნქციონირებს, ზოგი არ ფუნქციონირებს. ამასთან, ერთ-ერთი უმთავრესიპრობლემა ის არის, რომ სომხეთის რკინიგზა რუსეთის მმართველობაში. თავისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობით TRIPP-ის სატრანსპორტო დერეფანი საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია“, - ამბობს ლექსო ალექსიშვილი.
PMCG კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი იმასაც აღნიშნავს, რომ დღეს, "შუა დერეფნის" საქართველოს ნაწილში არსებული ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა სრული დატვირთვით ვერ მუშაობს, რადგან ტვირთის საჭირო მოცულობები არ არსებობს.
ვრცლად: bm.ge